სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის გამოსვლიდან, სადაც თითქოს ის საუბრობს მის კმაყოფილებაზე იმ გზით რასაც აშშ-ი ადგას, რომ ამერიკული ფულითა და იარაღით უკრაინელები ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ.

სენატორ ლინდსი გრაჰამის გამოსვლიდან მონაკვეთი იმდაგვარადაა ამოჭრილი, რომ მის აზრს ამახინჯებს. პოსტში გამოქვეყნებულ მონაკვეთში ისე ჩანს, თითქოს, სენატორი გრეჰემი კმაყოფილია აშშ-ის იმ გზით, რომელიც უკრაინას მის ბოლო ჯარისკაცამდე ომისკენ უბიძგებს.

სინამდვილეში, გამოსვლის მთლიან გამოსვლაში, სადაც სენატორები გრეჰემი და ბლუმენტალი 2022 წლის 28 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრობენ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც რუსეთის როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებას ისახავს მიზნად.

სრულ ვერსიაში, სენატორი გრეჰემი ამბობს: „ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ეს ომი უკრაინაში 4 დღეში დასრულდებოდა, ახლა კი ომიდან უკვე 4 თვეზე მეტია გასული. უკრაინა სისხლშია გახვეული, თუმცა არ დაჩოქებულა, ისინი ახლა უკვე შეტევაზე გადადიან. NATO ახლა უფრო დიდია, ან იქნება უფრო დიდი ვიდრე ომის დაწყებამდე. ევროპა იყენებს სრულ ძალისხმევას რათა აღარ შეიძინოს რუსული ნავთობი და გაზი, რუსეთის ეკონომიკა დაზიანდა სანქციების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აპირებს პუტინის და მთლიანი რუსული ხელმძღვანელობის გასამართლებას, აშშ-ის სენატი აპირებს რუსეთის როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს აღიარებას. 4 თვეა სულ გასული და მე მომწონს ის სტრუქტურული გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჭირო იარაღისა მიწოდებასა და ეკონომიურ დახმარებას, უკრაინა იბრძოლებს ბოლო ადამიანამდე. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ალბათ ვერასდროს იფიქრებდა რომ იარსებებდა ისეთი საკითხი, რომელსაც 100-ვე სენატორის მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენ ვიპოვეთ ასეთი საკითხი, ეს არის რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება.“

შესაბამისად, სრული ტექსტიდან ირკვევა, რომ ლინდსი გრეჰემი მოწონებას არა უკრაინის ბოლო უკრაინელამდე ბრძოლის, არამედ ომის დაწყებიდან 4 თვის თავზე აშშ-ის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მიღებული ზომების მიმართ გამოხატავს. ხოლო, ის მონაკვეთი, სადაც სენატორი გრეჰემი საუბრობს ამბობს, რომ თუკი აშშ-ი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, „უკრაინელები ბოლო ადამიანამდე იბრძოლებენ“, უბრალოდ ფიგურული გამოთქმაა და უკრაინელთა შემართებას და თავდადებაზე მიუთითებს. გრეჰემი მიანიშნებდა იმაზე, რომ უკრაინელები მზად არიან ბრძოლისა და თავდადებისთვის და დასავლეთის მოვალეობაა, მათ საჭირო შეიარაღება და ფინანსური დახმარება მიაწოდონ.

მტკიცება, რომ დასავლეთი ომს ბოლო უკრაინელამდე ესწრაფვის, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია. თავად ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით: „უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს სურს ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, ეს არის ტრაგედია მთელი უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის“.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეიჭრა და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო. შესაბამისად, დასავლეთის დადანაშაულება, რომ მათ უკრაინელების განადგურება სურთ რუსეთთან ომში, კრემლისტური პროპაგანდის კლასიკური მაგალითია.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი