• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„რადიო თავისუფლების“ ვიზუალით ვიქტორია ნულანდის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

„რადიო თავისუფლების“ ვიზუალით ვიქტორია ნულანდის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ვიზუალით ყალბი ციტატა ვრცელდება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდს მიაწერენ. პოსტის თანახმად, ნულანდმა განაცხადა, რომ ზელენსკის ქვრივს აშშ-ის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული ფორმატით შეეძლება.

ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ვებგვერდის ვიზუალით ვრცელდება, ვიქტორია ნულანდს არ ეკუთვნის. ფოტომასალის მიხედვით, სტატია სათაურით - „Нуланд: вдова Зеленского сможет в ускоренном формате получить гражданство США“ („ნულანდი: ზელენსკის ქვრივს შეეძლება აშშ-ის მოქალაქეობის მიღება დაჩქარებული ფორმატით“) - „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე 2023 წლის 23 თებერვალს გამოქვეყნდა, თუმცა სტატია აღნიშნული სათაურით საინფორმაციო სააგენტოს არც რუსულენოვან და არც ინგლისურენოვან ვებგვერდებზე არ იძებნება. ამასთან ერთად, მოცემული განცხადება არც რადიო თავისუფლების ოფიციალურ Facebook-გვერდზე არ გვხვდება.

2023 წლის 23 თებერვალს „რადიო თავისუფლებამ“ Washington Post-ის კითხვაზე - უკრაინის მეოთხე და მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავებით უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ, ნულანდის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა. 2023 წლის 23 თებერვალს Washington Post-თან ინტერვიუში ნულანდმა ამერიკის როლი მიმდინარე კონფლიქტში და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი განიხილავს უკრაინის მომარაგებას შესაბამისი საბრძოლო თვითმფრინავებით. დიპლომატმა განმარტა, რომ სავარაუდო გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კიევის საჭიროებების შეფასების შემდეგ მიიღება. აღნიშნული ინტერვიუს სრული ტრანსკრიპტი Washington Post-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ინტერვიუში ნულანდს პოსტში მოცემული ციტატის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია.

„Нуланд: вдова Зеленского сможет в ускоренном формате получить гражданство США“, - აღნიშნული ციტატის ძიებას მივყავართ ისეთ არასანდო რუსულენოვან ვებგვერდებამდე, როგორებიცაა dzen.ru, discred.ru, cont.ws, topwar.ru, mk.ru. არცერთ ვებგვერდზე ციტატის წყარო არ არის მითითებული.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მიერ „რადიო თავისუფლების“ ვიზუალით გავრცელებული ციტატა: „Нуланд: вдова Зеленского сможет в ускоренном формате получить гражданство США“, ყალბია. ვიქტორია ნულანდს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და მსგავსი შინაარსის ციტატა არც „რადიო თავისუფლებას“ გამოუქვეყნებია.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.

თეგები:
ნატო
ღაზა
დეგნანი
ნულანდი
ზელენსკი
დეგნანი
ნულანდი
მანიპულირება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა