სოციალურ ქსელში ვრცელდება გია ბარამიძის ფოტო წარწერით: „სააკაშვილმა არა თუ მხოლოდ სახელმწიფო შექმნა, არამედ ჩვენც შეგვქმნა“. მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები გია ბარამიძეს ეკუთვნის.

გია ბარამიძის მსგავსი განცხადება არცერთ სანდო საინფორმაციო წყაროში არ იძებნება. ამასთან ერთად, მსგავსი სიტყვები არც გია ბარამიძის პირად Facebook-გვერდზე გვხვდება. პოსტში მოცემული ფოტო ხშირადაა გამოყენებული news.ge-ის, kvira.ge-ის, alia.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში. თუმცა არცერთ მათგანში მსგავსი ციტატა არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ციტატის პირველ ნაწილს („სააკაშვილმა არა თუ მხოლოდ სახელმწიფო შექმნა“), მსგავსი სახის შეფასება ბარამიძემ 2021 წლის დეკემბერში საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. ამ პერიოდში სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული. ბარამიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მშვიდობიანად და არაძალადობრივად აპროტესტებდნენ „რეჟიმის უკანონო ქმედებას... როდესაც მას დატყვევებული ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი - პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.“ რაც შეეხება ციტატის მეორე ნაწილს, ის ბარამიძეს არ ეკუთვნის. შესაბამისად, სქრინზე არსებული ციტატა გამოგონილია.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი