სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ეკლესიაში გამართული წარმოდგენის კადრებია ნაჩვენები. პოსტის ავტორის აღწერის თანახმად, ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული.

Google-ის ფოტოს საძიებო სისტემაში (Google reverse image search) ტაძრის ფოტოს ძიებისას დადგინდა, რომ ვიდეო არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარშია გადაღებული. ტაძარი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არსებულ ისტორიულ ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში მდებარეობს.

ფოტო Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოდან

ფოტო discover-ukraine-დან

უკრაინაში შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნავად მოსახლეობა სხვადასხვა სახის წარმოდგენას ტრადიციულად მართავს. მათ შორის არის თეატრალური შოუ, კოსტიუმირებული მსვლელობების მოწყობა. ასევე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია „კოლიადკის“ (ხალხური სიმღერები) შესრულება, რომელთაც სხვადასხვა ადგილას, მათ შორის - ეკლესიებშიც, ასრულებენ.

----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი