სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში „დედა ირმა“ დეზინფორმაციას ავრცელებს. Facebook-ანგარიში, რომელიც უკრაინელი დედათა მონასტრის წინამძღვრის Екатерина Смичок-ის ოფიციალური Facebook-გვერდიდან აღებულ ფოტოს იყენებს, გაყალბებული მიმოწერის ფოტო-ანაბეჭდს აქვეყნებს. ანგარიში ამტკიცებს, რომ POSTV-ის ჟურნალიტმა ნათია ბერიძემ მონაზონს სექსუალური შინაარსის წერილი მისწერა.

სინამდვილეში, Facebook-ანგარიში, რომელიც „დედა ირმას“ სახელით სარგებლობს და Facebook-ზე აღნიშნავს, რომ ნეკრესის დედათა მონასტერში მსახურობს, ყალბია. რეალურად, ფოტო, რომელიც მას Facebook-ის პროფილზე აქვს განთავსებული, უკრაინელ მონაზონ, Екатерина Смичок-ს ეკუთვნის.

უფრო მეტიც, საპატრიარქოს თანახმად, ნეკრესის ეპარქიაში არც დედათა მონასტერი არსებობს. პოსტს, რომელიც ყალბი ანგარიშით გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში ასობით მოწონება და გაზიარება აქვს. გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა ნათია ბერიძე, რომელმაც გამოქვეყნებული მიმოწერის არაავთენტურობა დაადასტურა. ამდენად, მტკიცება, რომ POSTV-ის ჟურნალისტმა ნეკრესის ეკლესიის მონაზონს სექსუალური შინაარსის წერილი გაუგზავნა, ყალბია.

მსგავსად, გასულ წელს სოციალურ ქსელში გაჩნდა „დედა მარიამის“ სახელით მოქმედი ყალბი ანგარიში, რომელიც ასევე ამტკიცებდა, რომ ნეკრესის დედათა მონასტერში მსახურობდა.

---------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი