• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თანამდებობის დატოვების შემდეგ არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან დამარცხდება

დეზინფორმაცია: თანამდებობის დატოვების შემდეგ არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან დამარცხდება

ვერდიქტი: მცდარი

23/01/2023
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის - ალექსეი არესტოვიჩის, ყალბი ციტატა ვრცელდება. მტკიცების მიხედვით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ალექსეი არესტოვიჩმა, თითქოს, განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს: „მე დღეს აღარა ვარ ხელისუფლების წევრი, ამიტომ შემიძლია ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ... დიახ, უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს. ამასწინათ, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ომის რომელ მოგებაზეა საუბარი, როცა საკითხავია, გადარჩება კი უკრაინაო? დუდა ამას, ცხადია, ჰაერზე არ იტყოდა. ეტყობა, მას აქვს სათანადო ინფორმაცია,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ Facebook-პოსტში, რომელსაც თან არესტოვიჩის ინტერვიუს შესაბამისი ეპიზოდიც ერთვის.

აღნიშნული ინტერვიუს გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ, სინამდვილეში, ციტატა რომელსაც ალექსეი არესტოვიჩს მიაწერენ, სახეცვლილია. არესტოვიჩმა უკრაინელ პოლიტოლოგთან, იური რომანენკოსთან საუბრისას განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინას რუსეთზე გამარჯვება გარანტირებული არ აქვს, რის ერთ-ერთ არგუმენტადაც, 18 იანვარს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას გამოსვლა მოიყვანა. ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა, რადგანაც, მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, მასშტაბური შეტევისთვის ემზადებოდეს და „ეს მომენტი გასცემს პასუხს კითხვას, გადარჩება, თუ - არა უკრაინა“.

ჟურნალისტ იური რომანენკოსთან ინტერვიუში არესტოვიჩმა უკრაინის ომის შემდგომ გეგმებზე, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარებაზე, რუსეთის ომის სტრატეგიასა და მის საინფორმაციო ოპერაციებზე ისაუბრა. არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზეც“ ისაუბრა, რომელიც 14 იანვარს რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილ იერიშთან დაკავშირებით არესტოვიჩის განცხადებას უკავშირდებოდა. არესტოვიჩმა დასძინა, რომ კრემლი მსგავსი საინფორმაციო კამპანიებით უკრაინაში დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს და სამიზნეებსაც შეგნებულად არჩევს. მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის სიკვდილზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რუსები სამიზნეში სწორედ იმ ადამიანებს იღებენ, რომლებიც გადამწყვეტ ფიგურებად მიაჩნიათ, რაც, არესტოვიჩის თქმით, რუსული სპეცოპერაციის ნაწილია და მიზნად უკრაინის დასუსტებას ისახავს.

ამდენად, მტკიცება, რომ არესტოვიჩმა უკრაინის გარდაუვალი მარცხის პროგნოზი გააკეთა, რაზეც გავრცელებული Facebook-პოსტი მიანიშნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა საუბრისას ხაზი იმას გაუსვა, რომ უკრაინას ჯერ რუსეთზე გამარჯვება გარანტირებული არ აქვს. შესაბამისად, არესტოვიჩის ციტატად წარმოდგენილი Facebook-პოსტის შინაარსი მცდარია.

-----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Leopard-2
მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა