სოციალურ ქსელში ონლაინ მედია „რადიო თავისუფლების“ ვიზუალის გამოყენებით ყალბი ამბავი ვრცელდება. ფოტომასალის თანახმად, გაყინულ მტკვარში ნათლისღების რიტუალის შესრულების შემდეგ, 22 ადამიანი ფილტვის მწვავე ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. დინებამ მთვრალი მღვდელიც გაიტაცა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ“.

მოცემული ფოტომასალა ყალბია და დამუშავების შედეგადაა მიღებული. ონლაინ-მედია „რადიო თავისუფლების“ ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული შინაარსის სტატია არ არის განთავსებული. ნათლისღების თემასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე რამდენიმე სტატიას ვხვდებით, თუმცა არცერთი მათგანი ფოტოზე დატანილ ინფორმაციას არ შეიცავს. ამასთან ერთად, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არცერთ სხვა ონლაინ მედია სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება.

რაც შეეხება სქრინში არსებულ ფოტოს, ის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში 2018 წელს გამართულ ნათლისღების დღესასწაულს ასახავს, სადაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ მდინარე მტკვარი აკურთხა. სქრინი ტელეკომპანია პირველი არხის სიუჟეტიდან არის ამოჭრილი.

აღნიშნულზე ფაქტ-მეტრი რადიო თავისუფლების ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ გავრცელებული ფოტო ყალბია და რადიო თავისუფლებას მსგავსი ინფორმაცია არასდროს არ გამოუქვეყნებია.

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი