• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინები დაძინებული ვირუსებია, რომელმაც მასობრივად გაიღვიძა ვაქცინირებულ ადამიანებში

დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინები დაძინებული ვირუსებია, რომელმაც მასობრივად გაიღვიძა ვაქცინირებულ ადამიანებში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/01/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და COVID-19-ის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, პოსტის ავტორის მტკიცებით, ჩინეთსა და აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება ვაქცინებმა გამოიწვია. ამასთან, გავრცელებულ პოსტში კორონავირუსი გრიპის ვირუსთან არის გაიგივებული.

მტკიცება: კორონავირუსიც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე სეზონურ გრიპთან მისი არასწორად გაიგივება დაიწყო. გრიპის ვირუსიც და კორონავირუსიც რესპირატორულ დაავადებებს იწვევს, ამიტომ მათი სიმპტომები მსგავსია. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ. COVID-19 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაა. ამრიგად, მტკიცება, თითქოს კორონავირუსი იგივე გრიპის ვირუსია, არის ყალბი.

ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა (იხილეთ ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება: ჩინეთში დავირუსებული მოსახლეობის 100%, ხოლო აშშ-ი მოსახლეობის 98% აცრილი იყო სამჯერ და მეტჯერ ანტიკორონა ვაქცინებით და წესით, მათ ძლიერი იმუნიტეტი უნდა ჰქონოდათ. პირიქით კი მოხდა, რადგან კორონავირუსის ყველა ვაქცინა დაძინებული ვირუსებია, რადგან ყველა მათგანი ცოცხალი ვირუსის ცილაზე დნმ-ზე არის დამზადებული და ისინი ხელოვნურად. ინექციით შეიყვანეს ჯანმრთელი ადამიანის სხეულში და მოახდინეს ადამიანებში ვირუსის ინკუბაცია, რომელმაც მასობრივად გაიღვიძა ვაქცინირებულ ადამიანებში განსაზღვრულ დროის შემდეგ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ პანდემია არ დასრულებულა. SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების მოხსნას უკავშირდება. კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება აშშ-შიც, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვევარიანტის „XBB.1.5“-ს გამოჩენით არის განპირობებული. ამჟამინდელი ცნობით, XBB.1.5 მის წინამორბედ ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ამრიგად, შემთხვევების მატება კოვიდრეგულაციების მოხსნას და ახალი ქვეშტამის გამოჩენას უკავშირდება. ამასთან, მოგეხსენებათ, COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც სხვა ვაქცინების (მაგალითად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის) დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც აუცილებელია გამაძლიერებელი დოზების [ბუსტერი] მიღება.

პოსტის ავტორი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს ვირუსი მაინც ემართებათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამების შემთხვევაში Covid-19-ის ვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში, სიკვდილისგან, დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმუნიზაციის შედეგებით დადასტურდა. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეული დროის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა იკლებს და საჭიროა გამაძლიერებელი დოზების მიღება. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს ვაქცინები არ გვიცავს არის მცდარი (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

პოსტში ვხვდებით აბსურდულ მტკიცებას, თითქოს COVID-19-ის ვაქცინებით მოხდა ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ინკუბაცია. რეალურად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ცოცხალ ვირუსს, რომელმაც შეიძლება დაინფიცირება გამოიწვიოს, არ შეიცავს. კორონავირუსის საწინააღმდეგო „დნმ ვაქცინები“, რომელზეც პოსტის ავტორი წერს, ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება, ი-რნმ ვაქცინებს, ის ადამიანის ორგანიზმს გადასცემს ინფორმაციას როგორ წარმოქმნას COVID-19-ის ვირუსის მსგავსი სპაიკ ცილა. აცრის შემდეგ, როდესაც გარკვეული რაოდენობის წვეტოვანი ცილა წარმოიქმნება, ადამიანის ორგანიზმი მის გასანეიტრალებლად ანტისხეულებს გამოიმუშავებს. შედეგად, COVID-19-ის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი ყალიბდება. აღნიშნული ვაქცინები COVID-19-ის დასუსტებულ ან მკვდარ ფრაგმენტებს არ შეიცავს (ვაქცინების მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით, იხილეთ დეტალური ინფორმაცია).

ამრიგად, მტკიცება, თითქოს „კოვიდვაქცინები არათუ არ გვიცავს, არამედ დაძინებული ვირუსებია და პირიქით, დააინფიცირა აცრილი მოსახლეობა“, არის ყალბი ამბავი.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა