• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კანალიზაციის გარეშეა დარჩენილი ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არ ფუნქციონირებს გამწმენდი ნაგებობები

კანალიზაციის გარეშეა დარჩენილი ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არ ფუნქციონირებს გამწმენდი ნაგებობები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე

16/01/2023
სიმართლე
განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
Facebook Linkedin Twitter Print

შალვა კერესელიძე: უკიდურესად რთული პრობლემის წინაშე დგას ქალაქი ოზურგეთი, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემების გამო. კანალიზაციის გარეშეა დარჩენილი ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, განაპირა ქუჩები. დაზიანებული ქსელის გამო, სავალალო მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, არ ფუნქციონირებს გამწმენდი ნაგებობები.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ქალაქ ოზურგეთში წყალარინების ქსელში ჩართულია მოსახლეობის 60%. აქედან ნაწილს საკანალიზაციო სისტემებით სარგებლობის პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერიამ მოგვწერა, 2016-2022 წლებში, ქსელის მოწესრიგების მიზნით, გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივად ხორციელდება, წყალარინების სისტემით სარგებლობის ხარვეზები უფიქსირდება ქალაქ ოზურგეთის რუსთაველის ქუჩის ნაწილის, სამთო ქიმიის ქუჩის, კიტა მეგრელის ქუჩის, ჟორჟოლიანის ქუჩის, ჩოხატაურის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილის მოსახლეობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოგზავნილი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქსელს 3 627 აბონენტი მოიხმარს. რაც შეეხება გამწმენდ ნაგებობას, როგორც ირკვევა, ქალაქს ის საერთოდ არ გააჩნია.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტის წევრმა შალვა კერესელიძემ განაცხადა: „უკიდურესად რთული პრობლემის წინაშე დგას ქალაქი ოზურგეთი, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემების გამო. კანალიზაციის გარეშეა დარჩენილი ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, განაპირა ქუჩები. დაზიანებული ქსელის გამო, სავალალო მდგომარეობაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, არ ფუნქციონირებს გამწმენდი ნაგებობები.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. ჩვენ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ. ასევე მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს გავეცანით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის თანახმად, წყალარინების ქსელი მოწყობილია ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ნაწილში. ქსელის სიგრძე 34 კმ-ია და მასში ჩართულია ქალაქის მოსახლეობის 60%. თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში წერია (დანართი 1), ქსელში ჩართული მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას ნამდვილად აქვს პრობლემა. კონკრეტულად კი, წყალარინების ქსელით სარგებლობის ხარვეზებია ქალაქ ოზურგეთის რუსთაველის ქუჩის ნაწილზე, სამთო ქიმიის ქუჩაზე, კიტა მეგრელის ქუჩაზე, ჟორჟოლიანის ქუჩაზე, ჩოხატაურის ქუჩასა და დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილზე.

ბიუჯეტის დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2022 წელს დაგეგმილი იყო 69 კმ ქსელის რეაბილიტაცია დოლიძის ქუჩაზე. ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ 2016-2022 წლებში, წყალარინების ქსელის მოწესრიგების მიზნით, ორი პროექტი განხორციელდა. ორივე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ასევე, ოზურგეთის სერვისცენტრის ძალებით, პერიოდულად ხორციელდება პრობლემური ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებულმა კომპანიამ ელექტრონული ტენდერი 2019 წელს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი იყო კოსტავას ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა. ტენდერში გაიმარჯვა შპს „მეოხმა“, რომელთანაც, იმავე წლის აგვისტოში, 494 348-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის დასრულების ვადად ხუთი თვე განისაზღვრა. არაერთგზის გახანგრძლივებული ვადის შემდეგ, კომპანიამ სამუშაოები ჩააბარა. მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 3 ივნისით თარიღდება. სამუშაოების ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტმა გაიღო.

საანგარიშო პერიოდში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაფინანსდა ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 988 248 ლარი იყო. საუბარია ქ. ოზურგეთის ცენტრალური უბნების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია - განვითარების პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 2020 ოქტომბერში გამოაცხადა. ტექნიკური დავალების ერთ-ერთი დანიშნულება იყო ესაძის ქუჩაზე გამავალი კანალიზაციის აღმაშენებლის ქუჩაზე გადაერთების დეტალური პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გამარჯვებულ კომპანია „ჰიდროტექნოლოგიურ ჯგუფთან“ 2021 წლის დეკემბერში გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო. კომპანიას ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივდა. საბოლოოდ კი, მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოების დაწყებიდან, ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა. როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს საკანალიზაციო ქსელით სარგებლობის პრობლემა აქვს.

წყალარინების სისტემების პრობლემური მონაკვეთების რეაბილიტაციას ასევე ახორციელებს ოზურგეთის სერვისცენტრი. ჩვენ ვცადეთ, სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გვეპოვა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვები, თუმცა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის მიზნით არც ერთი შესყიდვა არ იძებნება. წერილში, რომლითაც ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ, გარკვევით მივუთითეთ, რომ ყველა შესაბამისი განცხადების ნომერი მოეწოდებინათ. პასუხი ამ მონაცემებს არ შეიცავს. მხოლოდ სიტყვასიტყვით წერია: „ასევე ხორციელდება ოზურგეთის სერვის ცენტრის ძალებით პრობლემური ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ მერიას, მოეწერა საკითხთან დაკავშირებით არსებული სხვა დეტალებიც, რომლებიც განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს მეტ სიცხადეს შესძენდა, თუმცა ადრესატს ასეთი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

რაც შეეხება ოზურგეთს წყალარინების გამწმენდ ნაგებობებს, როგორც ირკვევა, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ასეთი ობიექტი საერთოდ არ არის.

თეგები:
კანალიზაცია
ოზურგეთი
კალაძე
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა