• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
არგენტინის ცენტრალური ბანკი მესის 1000 არგენტინულ პესოზე გამოსახვას არ განიხილავს

არგენტინის ცენტრალური ბანკი მესის 1000 არგენტინულ პესოზე გამოსახვას არ განიხილავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/01/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ქართული სპორტული საინფორმაციო გვერდები იუწყებიან, რომ არგენტინის ეროვნული ბანკი 1000 არგენტინული პესოს ღირებულების ბანკნოტზე  მესის გამოსახულების დაბეჭდვას განიხილავს. 

თავდაპირველად, მესის გამოსახულების არგენტინულ პესოზე დატანის შესახებ მექსიკურმა გამოცემა El Financiero-მ 19 დეკემბერს  დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ეს „იდეა“ ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე წარმოადგინა. თუმცა, გამოცემამ ამავე სტატიაში ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ხუმრობით იყო ნათქვამი და მესის გამოსახულების არგენტინულ პესოზე დატანა რეალურად არ იგეგმებოდა. ამის მიუხედავად, ინფორმაცია, თითქოს, ეროვნული ბანკი ამ იდეას სერიოზულად განიხილავდა, უცხოურმა გამოცემებმა სწრაფად აიტაცეს და არასწორი ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც, სადაც გამოქვეყნებულ პოსტებს ასი ათასობით რეაქცია ჰქონდა. მათ შორის, ზოგიერთი Facebook-გვერდი იმასაც ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა ბანკმა მესის გამოსახულების 1000 პესო უკვე გამოუშვა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 

აღსანიშნავია, რომ არგენტინის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით მონეტებს პერიოდულად სხვადასხვა სიმბოლური გამოსახულებით უშვებს. „ცენტრალურ ბანკს აქვს უფლებამოსილება გამოუშვას სპეციალური დიზაინის მქონე ნუმიზმატიკური და საკოლექციო ღირებულების მონეტები და ბანკნოტები“,- ვკითხულობთ არგენტინის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მაგალითისთვის, ცენტრალურმა ბანკმა 1978 წელს, პირველი მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინაში ჩატარების აღსანიშნავად 20, 50 და 100 პესოს ღირებულების მონეტებზე მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო, ფეხბურთელებისა და საფეხბურთო მოედნის გამოსახულებები დაიტანა. მსგავსი გამოსახულების მონეტები გამოიცა 2018 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონატთან დაკავშირებით. ხოლო 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა 5 პესოს ღირებულების მონეტაზე გოლის გატანის მომენტი გამოსახა, რომელიც ეროვნული ბანკის თქმით, გოლის გატანამდე გადამწყვეტი მომენტის ალეგორიას წარმოადგენდა. 

თუმცა, ინფორმაცია, რომ არგენტინის რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა მესის გამოსახულებით 1000 [დღეისთვის 5.53 დოლარის ეკვივალენტი] პესოს ღირებულების ბანკნოტი გამოუშვა, ან მისი გამოსახულების ბანკნოტზე დატანას განიხილავს, მცდარია. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა არგენტინულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია chequeado-ს განუმარტეს, რომ მესის გამოსახულების 1000 არგენტინულ პესოზე დატანა არ განიხილებოდა. 

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა