Facebook-ზე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. 3 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაში იაგო ხვიჩიას ფოტოს თან ერთვის სიტყვები: „ცოლი არ უნდა სცემო, მაგრამ თუ სცემ, უნდა სცემო ისე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყოს!“ ფოტომასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული სიტყვები იაგო ხვიჩიამ თავისი Facebook-ანგარიშით გამოაქვეყნა. ამასთან ერთად, პოსტის ავტორი კომენტარების სექციაში ამტკიცებს, რომ სქრინი იაგო ხვიჩიას Facebook-გვერდიდან აიღო. 6 იანვარს კი აღნიშნულმა მომხმარებელმა იაგო ხვიჩიას ოფიციალური Facebook-ანგარიშის სახელით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გირჩში აპირებენ, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმთავრის მოწმობები რუსეთის მოქალაქე მამაკაცებზეც გაყიდონ და ამგვარად დაიცვან ჯარში გაწვევისგან.

ორივე შემთხვევაში Facebook-ანგარიშის - "მრისხანე ბაბუაწვერას", მიერ გამოქვეყნებული პოსტები ყალბია და სიტყვები იაგო ხვიჩიას არ ეკუთვნის. იაგო ხვიჩიას ორი Facebook ანგარიში აქვს - პირადი და ოფიციალური (იხილეთ ფოტოები).

6 იანვარს იაგო ხვიჩიამ თავის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულ დეზინფორმაციულ პოსტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც ანგარიში „მრისხანე ბაბუაწვერა“ ყალბი ამბების გამავრცელებელ გვერდად მოიხსენია. ამასთან ერთად, "მრისხანე ბაბუაწვერას" მიერ გამოქვეყნებულ ფოტოანაბეჭდში იაგო ხვიჩიას Facebook-ანგარიშის სახელი ქართული ანბანითაა დაწერილი. რეალურად, იაგო ხვიჩიას Facebook-ანგარიში ქართული ანბანით საერთოდ არ არსებობს. ამრიგად, მრისხანე ბაბუაწვერას მიერ გავრცელებული მასალები ყალბია და იაგო ხვიჩიას მსგავსი პოსტები არც პირადი და არც ოფიციალური Facebook-ანგარიშით არ გამოუქვეყნებია.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამისარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი