• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ TikTok-ს და ზოგადად ჩინურ და რუსულ სოციალურ ქსელებს კრძალავს, რადგან მოზარდებს ალტერნატიული ინფორმაცია არ მიეწოდოს

დეზინფორმაცია: აშშ TikTok-ს და ზოგადად ჩინურ და რუსულ სოციალურ ქსელებს კრძალავს, რადგან მოზარდებს ალტერნატიული ინფორმაცია არ მიეწოდოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/01/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

„ალტ-ინფოს“ეთერში გადაცემა „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ წამყვანებმა ჯაბა ჟვანიამ და მარიკა კუბლაშვილმა ამერიკაში TikTok-ის აკრძალვის შესახებ ისაუბრეს. წამყვანების მტკიცებით, აშშ-ში ჩინური და რუსული სოციალური ქსელების აკრძალვის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოზარდებისთვის ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა. უფრო კონკრეტულად, მათი თქმით, რუსულ სოციალურ ქსელებში მოზარდებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც ამერიკის მთავრობის ინტერესებში არ შედის.

მარიკა კუბლაშვილი- „ახლა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში აპირებენ TikTok-ის აკრძალვას და საერთოდ იმ სოციალური ქსელების, რომლის წარმომავლობა არის ჩინეთი და რუსეთი. ასე აპირებს აშშ საკუთარი მოსახლეობის დაცვას როგორც დეზინფორმაციისგან და განსაკუთრებით ნახსენები იყო მოზარდები, ანუ ხელისუფლება ცდილობს, რომ მოზარდებამდე არ მივიდეს, ვთქვათ ის ალტერნატიული ინფორმაცია, თუნდაც, მაგალითად სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გავრცელდეს რუსულ სოციალურ ქსელში და აპირებენ, რომ აიკრძალოს და თუ არ ვცდები, ევროკავშირიც აპირებს რომ გაიზიაროს ეს პრაქტიკა“.

რეალურად, ამერიკის სენატმა 2022 წლის 15 დეკემბერს ერთხმად მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის აპლიკაციის გადმოწერას კრძალავს.

კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯოშ ჰოულიმ, მარკო რუბიომ, ტომ კოტონმა და რიკ სკოტმა წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ჰოულის აკრძალვის კანონპროექტი იდენტურია იმ პროექტებისა, რომელიც ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად იყო დადასტურებული სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ 2020 წელს, მათ შორის ერთ-ერთს მხარს თავად ჰოულიც უჭერდა, საბოლოოდ კანონმდებლობაში არ შესულა. როგორც Washington Post წერს, უკანასკნელი კანონპროექტი არის შედეგი რესპუბლიკელთა პარტიის წევრების ძალისხმევისა, რომლებიც ცდილობენ TikTok-ის აპლიკაციისთვის ქვეყნის მასშტაბით ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტას, რადგან მათი აზრით, ჩინური აპლიკაცია, აშშ-ს ჩინეთის მიმართ მოწყვლადს ხდის.

TikTok-ის შეზღუდვის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ჩინური კომპანია Bytedance-ის აპლიკაცია TikTok-ი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს მისი ბეიჯინგთან კავშირის გამო წარმოადგენს, რადგან შესაძლებელია, ჩინეთის მთავრობას ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებზე მიეცეს წვდომა. თავის მხრივ, TikTok-ის წარმომადგენლები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის ხელში ვერანაირ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება.

სენატორმა ჯოშ ჰოულიმ განაცხადა, რომ „TikTok ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ტროას ცხენია. ის ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს და სანამ ის [TikTok] იძულებული არ გახდება, რომ სრულად გაწყვიტოს კავშირები ჩინეთთან, მას არაფერი ესაქმება სამთავრობო მოწყობილობებთან“.

შეზღუდვის კანონპროექტს შეუერთდნენ ალაბამას, იუტას, ჩრდილოეთ დაკოტას, აიოვას შტატებიც. დეკემბერში სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok დაბლოკეს მერილენდმა, სამხრეთ კაროლინამ, ტეხასმა, ხოლო ნოემბერში სამხრეთ დაკოტამ. ნებრასკამ TikTok-ი 2020 წლის აგვისტოში აკრძალა. ხოლო დეკემბერში ინდიანას შტატმა TikTok-ს უჩივლა ბავშვებისთვის სახიფათო კონტენტის შეთავაზების ბრალდებით.

ამდენად, აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის საკითხი ამჟამად ეხება მხოლოდ სამთავრობო მოწყობილობებს, რადგან არსებობს შიში, რომ TikTok-ი, როგორც ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებული პლატფორმა, შესაძლოა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდეს, იმ შემთხვევაში თუ აპლიკაციიდან მიღებული ინფორმაცია რაიმე გზით ჩინეთის მთავრობას გადაეცემა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჩინური თუ რუსული სოციალური ქსელების აკრძალვას აშშ-ში იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მოზარდებში ლგბტ პროპაგანდას ხელი არ შეეშალოს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარკო რუბიომ TikTok-ის მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალვის კანონპროექტი, მიმდინარე პროექტის პარალელურად, წარადგინა. რუბიოს თქმით, აპლიკაცია არ არის მხოლოდ კრეატიული ვიდეოების შექმნისთვის, საქმე ეხება „აპლიკაციას, რომელიც ყოველდღიურად ათობით მილიონი ამერიკელი ბავშვისა და მოზარდის შესახებ ინფორმაციას აგროვებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს გამოიყენება სიახლეების ზოლზე მანიპულირებისა და არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით“. ჩინეთის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი სენატორების მოსაზრებით, TikTok-სა და სხვა აპლიკაციებს, შეუძლიათ რომ ამერიკა ჩინური თუ რუსული გავლენების ქვეშ მოაქციოს.

ცნობისათვის, TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპმაც წარადგინა 2020 წლის ივლისში. ტრამპს სურდა, რომ პლატფორმას მოქმედების არეალი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდოდა, თუმცა მისი აღსრულება ჯერ სექტემბერში მოსამართლემ შეაჩერა, ხოლო ბაიდენმა ერთი წლის შემდეგ სრულად გააუქმა.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დეგნანი
სალომე ზურაბიშვილი
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა