-
შალვა ნათელაშვილი: ვახტანგ მეგრელიშვილმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან ჩემ გარიცხვას
ვერდიქტი: ტყუილი
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულიაVS
-
იაგო ხვიჩია: „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა
ვერდიქტი: სიმართლე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია27/12/2022ნახვა 4394
შალვა ნათელაშვილი: ვახტანგ მეგრელიშვილმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან ჩემ გარიცხვას
ვერდიქტი: ტყუილი
იაგო ხვიჩია: „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა
ვერდიქტი: სიმართლე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის" ეთერში იმ დეპუტატებზე ისაუბრა, რომლებმაც შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მისი განცხადებით, „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც პარლამენტიდან შალვა ნათელაშვილის გარიცხვას მისცა ხმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ცილისწამება/ტყუილი და „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო მანდატი 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. შალვა ნათელაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ „გირჩის“ ოთხივე წევრმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, მათ შორის ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან 76 დეპუტატი „ქართული ოცნებას“, 2 პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეებს“ და 1 „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენს.
ამრიგად, „გირჩის“ არცერთ წევრს, მათ შორის ვახტანგ მეგრელიშვილს, შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარი არ დაუჭერია. პირიქით, ხმა წინააღმდეგ მისცეს. შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადება არის ტყუილი, ხოლო იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.