• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

22/12/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში Infoanalytical Ge Facebook-ჯგუფში „მიხეილ სააკაშვილის შტაბი“ მიხეილ სააკაშვილის 22 დეკემბრის სასამართლო პროცესის პარალელურად დაორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით მანიპულაციურ ინფორმაციას ხელახლა ავრცელებს. ანგარიში 21 დეკემბრიდან აანონსებს, რომ 22 დეკემბერს სასამართლოსთან პროტესტის უკიდურეს ფორმას უნდა მიმართონ, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს,  სასამართლოს წინ გასაშლელად და ღამის გასათევად ლეიბები და საბნები წამოიღონ. ანგარიშის მიერ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ პოსტს თან ერთვის ნიკა მელიას ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზემოთ აღნიშნული მოწოდება მელიას ეკუთვნის. მოგვიანებით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით კი ანგარიში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ისევ დაშალეს აქცია, დაპირებულ ადაიალებზე გაწოლას აღარ გეგმავენ 😡😡😡“. 

21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე დაგეგმილ 22 დეკემბრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია გვაქვს, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი - რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია - შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!“. წინა გამოსვლებში ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვის შესახებ ისაუბრა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. 

თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთ-ერთი აქცია 18 დეკემბერს გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან შეიკრიბა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, აღნიშნა, რომ „პერმანენტული აქციები“ მოეწყობა, თუ 22 დეკემბრის პროცესზე სასამართლო ექსპრეზიდენტს პატიმრობაში დატოვებს. მისი თქმით, „ეს აქციები იქნება წერტილოვანი და პირველ რიგში იქნება ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლებთან, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან…“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რომელიც ასევე იმყოფებოდა 18 დეკემბრის შეკრებაზე, შეუერთდება „ყველა აქციას, სადაც საუბარი იქნება რუსი ოლიგარქის დასრულებაზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციებს აქტიურად აანონსებენ, თუმცა არც ერთი წევრის მიერ მოწოდება - სასამართლოს წინ ლეიბებისა და საბნების გაშლასთან და ღამის გათევასთან დაკავშირებით, არ გავრცელებულა. Infoanalytical Ge აღნიშნულ მოწოდებას თავად ავრცელებს და მას თან  ნიკა მელიას ფოტოს ურთავს, რითაც საზოგადოების დეზორიენტაციას და შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

წყაროს შესახებ:

Facebook-ანგარიში Infoanalytical.Ge კრემლის პოლიტიკისა და პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ანგარიში ხშირად აზიარებს „კონსერვატიული მოძრაობის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ზეზვა ჩანქსელიანის და ირაკლი ჯანყარაშვილის Facebook-პოსტებს. ირაკლი  ჯანყარაშვილი ასევე მართავდა იმავე სახელწოდების პრორუსულ ონლაინ გამოცემას infoanalytical.ge, სადაც ანტიამერიკული და პრორუსული სტატიები ქვეყნდებოდა. აღნიშნული ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, Facebook-ზე იძებნება იდენტური სახელის მქონე გვერდიც - infoanalytical.ge – რომელიც 2022 წლის 2 თებერვალსაა შექმნილი და როგორც ზეზვა ჩანქსელიანის და ირაკლი ჯანყარაშვილის, ასევე infoanalytical.ge-სა და tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აზიარებს. 

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მიხეილ სააკაშვილი
თამარ ქეცბაია
საბა ბუაძე
ნიკა მელია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა