ქართულენოვანი და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს ავრცელებენ. ფოტომასალას თან ერთვის აღწერა „შიგ დასავლეთში“. ფეისბუქ ანგარიშთა ნაწილის თანახმად, ფოტო ბელგრადში რუსეთის მხარდასაჭერად გამართული აქციიდანაა. რეალურად, აღნიშნული ფოტომასალა დამუშავებულია და მისი გავრცელება პრეზიდენტ ზელენსკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
რეალურად, ორიგინალი ფოტო (1, 2, 3, 4) , სადაც არა ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელია გამოსახული, 2003 წელს დიუსელდორფში გამართული Rosenmontag-ის სახელით ცნობილი კარნავალიდანაა. ზოგადად, გერმანიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი კარნავალები. მსვლელობები ხშირად პოლიტიზებულია და მონაწილეები სხვადასხვა პოლიტიკოსის კარიკატურული ფიგურების გამოყენებით მკვეთრ პოლიტიკურ სატირას მიმართავენ. 2003 წელს კარნავალზე ანგელა მერკელის (შეერთებული შტატების დროშებით ხელში) და შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლო ბიძია სემის (Uncle Sam) კარიკატურული ფიგურა იყო წარმოდგენილი სახელით „მერკელი ამერიკაში“. კარიკატურული ფიგურის ავტორია ჟაკ ტილი.
წყარო: West German newspaper
წყარო: wikimedia
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.