• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კატარი ჩემპიონატზე გერმანიის უპატივცემულობას გაზის ფასების ფორმირებისას გაითვალისწინებს

დეზინფორმაცია: კატარი ჩემპიონატზე გერმანიის უპატივცემულობას გაზის ფასების ფორმირებისას გაითვალისწინებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიისა და კატარის ურთიერთობაზე საუბრობს. კერძოდ, პოსტის თანახმად, რომელსაც ფოტო რუსულენოვანი წარწერით ახლავს, ვკითხულობთ - „კატარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის უარმყოფელი დამოკიდებულება მათი ქვეყნის კულტურის მიმართ, რომელმაც მატჩზე ჰომოსექსუალიზმის მხარდასაჭერად სამკლაური გაიკეთა, რა თქმა უნდა, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება გერმანიის მიერ მოთხოვნილი გაზის ფასის ფორმირებაში. ევროპელებს არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ მათი უფლებამოსილების დრო დასრულდა. არაუშავს! მაიმუნის სწავლებაც შეიძლება! ჩვენ მათაც ვასწავლით!“. პოსტის ავტორი ფოტოს თარგმანს თან თავის შეფასებასაც ურთავს და ამბობს, რომ ევროპა და აშშ მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT დროშის შეპარებას ცდილობენ.

რეალურად, კატარის რომელიმე ოფიციალურ წარმომადგენელს მსგავსი შინაარსის განცხადება გერმანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, QatarEnergy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და კატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად ალ-კააბიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლის შექმნილი დაძაბულობა გერმანია-კატარის ბიზნესზე გავლენას ვერ მოახდენდა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022 კატარში 21 ნოემბერს დაიწყო. კატარში ჩემპიონატისთვის სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის LGBT თემის წარმომადგენლებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებით. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნებს One Love-ის სამკლავურების გაკეთება აუკრძალა.

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, გერმანია-იაპონიის მატჩზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეიზერი ანტიდისკრიმინაციული სამკლავურით OneLoVE წარდგა და ის ფოტოობიექტივში ფიფას პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან ერთადაც მოხვდა. ფეიზერმა საკუთარი twitter-ის ანგარიშზე ფოტოც დაპოსტა ჰეშთეგით #OneLove.

ფეიზერი და ინფანტინო სტადიონზე

ფოტო ტვიტერის ანგარიშიდან

აღნიშნულ ფაქტამდე ნენსი ფეიზერმა კატარი გააკრიტიკა გერმანელი გულშემატკივრისთვის ცისარტყელას ფერის სამკლავურისა და თავსაბურავის მოხსნის იძულების გამო. „ეს არ შეესაბამება ჩემს აღქმას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც კატარის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომცა. უსაფრთხოება ყველა ადამიანს უნდა ეხებოდეს. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ აღნიშნულის გამო“,- განაცხადა ფეიზერმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მხრიდან დოჰა მზარდი კრიტიკის ობიექტი გახდა უცხოელი მუშახელისა და LGBT უფლებების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკიმ დოჰაში ჩემპიონატის ჩატარება გააკრიტიკა და ის სულელურ იდეად მოიხსენია, რაც მხოლოდ კორუფციით შეიძლებოდა ახსნილიყო. ჰაბეკის კომენტარს კატარის ენერგეტიკის მინისტრი და QatarEnergy-ის აღმასრულებელი დირექტორი საად ალ-კააბიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის შოკირებული იყო მინისტრის ამ კომენტარით და რომ ის არ იქნებოდა ხელშემწყობი ურთიერთობებისთვის, თუმცა მათ ბიზნეს საქმიანობაზე გავლენას არ იქონიებდა.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინი ორმაგ სტანდარტებშიც დაადანაშაულა. ოქტომბერში მისმა ოფისმა გერმანიის ელჩიც კი დაიბარა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კრიტიკული კომენტარების გამო.

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ „გერმანულ კომპანიებს შესანიშნავი ხელმძღვანელობა ჰყავს და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს“. მანვე დაამატა, რომ მისი მოვალეობა იყო QatarEnergy-ის და პოლიტიკის ერთმანეთისგან განცალკევება, რომ კომპანია მოლაპარაკებებს კომპანიებთან მართავს და არა მთავრობასთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ Qatar Energy-სა და ConocoPhillips (ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელსაც აქვს წილი კატარის ოფშორული ბუნებრივი გაზის საბადოში სპარსეთის ყურეში) შორის გაფორმდა 15-წლიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით, გერმანიას 2 მილიონ ტონაზე მეტი თხევადი ბუნებრივი გაზი მიეწოდება, პირველი გადაზიდვა კი 2026 წელს მოხდება. „კატარი პოლიტიკასა და ვაჭრობას ერთმანეთისგან ყოფს. დღეს შედგა შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან გერმანიისთვის თხევადი გაზის მიყიდვის შესახებ“,- განაცხადა 29 ნოემბერს, კატარის ენერგეტიკის მინისტრმა ალ-კააბმა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კატარი
მსოფლიო ჩემპიონატი
LGBT
დახმარება
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა