• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: NATO-ს ლიდერები ზელენსკის უნდობლობას უცხადებენ

დეზინფორმაცია: NATO-ს ლიდერები ზელენსკის უნდობლობას უცხადებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტაზე საუბრობს. კერძოდ, პოსტის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ხელმძღვანელი პირები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უნდობლობას უცხადებდნენ, რადგან მან ჩამოგდებული რაკეტის შესახებ მოიტყუა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 ნოემბერს, რუსეთი ყველაზე მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებდა. 

ამ ფაქტიდან ძალიან მალე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკსიმ, პირველ კომენტარებში განაცხადა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტები უკრაინული არ იყო. პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და საჰაერო ძალების სარდლობისგან მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. თავის მხრივ, რაკეტის ჩამოვარდნასთან რაიმე კავშირს უარყოფდა რუსეთის ფედერაცია და აცხადებდა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან რუსეთს არავითარი იერიში არ განუხორციელებია. 

შემდგომი გამოძიებების შედეგად, ვარშავამ და NATO-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით იყო გასროლილი და არა რუსული ძალების მიერ. 

მათ შორის, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე 16 ნოემბერს განაცხადა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ კონკრეტული თავდასხმა გამიზნულად მოხდა რომელიმე მხარის მიერ, ამასთან, არც უკრაინა იყო დამნაშავე რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობის გამო.

„ჩვენი წინასწარი ანალიზის მიხედვით, ინციდენტი სავარაუდოდ გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც გასროლილი იყო უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სარაკეტო შეტევისგან თავის დასაცავად. მაგრამ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის უკრაინის ბრალი. საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს აგრძელებს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე დაამატა, რომ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი NATO-ს ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს. 

მომხდარს პოლონეთშიც გამოეხმაურნენ. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის დასრულების შემდეგ მომხდარი „უბედურ შემთხვევად“ მოიხსენია. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც უკრაინაზე იერიში მიიტანა. მოგვიანებით, პრეზიდენტი კიდევ გამოეხმაურა ტრაგედიას და განაცხადა, რომ „საზღვრის მეორე მხარეს ომია, რუსეთმა რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვა უკრაინისკენ, უკრაინა თავს იცავდა და ამის შედეგად მოხდა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა, არავის სურდა პოლონეთისთვის ზიანის მიყენება, რომ არაფერი ვთქვათ ვინმეს მოკვლაზე. ეს არის ტრაგედია, ჩვენი საერთო ტრაგედია“. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ფინეთში ვიზიტისას ტრაგიკულ შემთხვევაში რუსეთს დასდო ბრალი და უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა- „რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ტრაგიკულ მოვლენაზე. რუსეთი ცდის ჩვენს მოთმინებას, მაგრამ ჩვენ პროვოკაციას არ წამოვეგებით. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. განსაკუთრებული შემთხვევები განსაკუთრებულ ქმედებებს მოითხოვს. როდესაც უკრაინას ათობით რაკეტა უტევს, ჩვენ რუსეთს იმაზე უფრო ძლიერად უნდა დავარტყათ, ვიდრე ამას მოელიან“. 

NATO-ს წევრი სახელმწიფოები, მათ შორის პოლონეთი, არათუ ბრალს დებენ უკრაინას, არამედ მათი აზრით, რომ არა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პოლონეთში ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „რუსეთს აქვს საბოლოო პასუხისმგებლობა ამ ტრაგიკულ ინციდენტზე“ უკრაინაში შეჭრის უკვე მეცხრე თვის გამო. მათ შორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას სრული უფლება ჰქონდა თავი დაეცვა იერიშისგან.  

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს NATO-ს სახელმწიფოები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდობლობას უცხადებენ, რადგან მან პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ მოიტყუა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, NATO-ს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია არის სათავე როგორც პოლონეთში მომხდარი, ისე სხვა ტრაგედიებისა. 

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
იენს სტოლტენბერგი
ღაზა
დეგნანი
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა