• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფილიპინებში ვაქცინაციამ 160 ბავშვი შეიწირა

დეზინფორმაცია: ფილიპინებში ვაქცინაციამ 160 ბავშვი შეიწირა

ვერდიქტი: მცდარი

17/11/2022
მცდარი
განცხადება არაზუსტია
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა ფანტ ინამ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ფილიპინებზე ვაქცინაციის შედეგად 160 ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული პოსტით Facebook-მომხმარებელმა მშობლებს საკუთარი შვილებისთვის ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა: „ფილიპინებზე ლეგალურმა ვა@ცინაციამ 160 ბავშვი შეიწირა‼️ ვიდეოს ვერ ვდებ და ხვდებით რატომაც...ფოტოზე წყაროც ჩანს.. გამოფხიზლდით მშობლებო‼️‼️‼️“,- წერს Facebook-მომხმარებელი. 

სინამდვილეში, დეზინფორმაცია, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელდა, 2016 წელს ფილიპინებში დენგეს ვირუსის ფართო გავრცელების შემთხვევისა და დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინასთან (Dengvaxia) დაკავშირებით გავრცელებული მითების გაგრძელებას წარმოადგენს. ფოტო, რომელიც Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ პოსტს ერთვის, Aljazeera-ს მიერ მომზადებული ვიდეო რეპორტაჟიდან არის, გამოცემა კი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ვაქცინასა და გარდაცვალების მიზეზებს შორის კავშირი არ დადგენილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის თანახმად, გარდაცვალების შემთხვევების დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება. ამასთან, ადგილობრივი ფაქტების გადადმმოწმებელი ორგანიზაცია Rappler-ი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზებსა და დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინას შორის მეცნიერულად დადასტურებული კავშირი არ დადგენილა, ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულმა მითებმა ვაქცინირებულთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება და შესაბამისად, ვირუსის მწვავე აფეთქება გამოიწვია. 

დენგე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული და მისი გადამტანები კოღოები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დენგეს შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ვირუსი შესაძლოა ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში მძიმე ფორმით გამოვლინდეს და იშვიათად, სიკვდილითაც დასრულდეს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დენგეს ცხელებით ყოველწლიურად 400 მილიონამდე ადამიანი ავადდება, ხოლო ფილიპინებში დენგეს ვირუსს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი ეწირება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფილიპინები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდა. მოგვიანებით, ვაქცინის გამოყენება ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო. 

დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ უნდობლობა ფილიპინების მოსახლეობაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2017 წლის ნოემბერში ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ, სანოფი პასტერმა განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც მანამდე დენგეთი არ დაინფიცირებულან, ვაქცინაციის შემთხვევაში შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი უფრო მწვავე ფორმით განუვითარდეთ. ამ დროისთვის ფილიპინებში დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 830 000-მდე ბავშვი იყო აცრილი. შესაბამისად, განცხადებამ ფილიპინების მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, რაც პოლიტიკურ არეულობაში, ვაქცინის შესყიდვაში ჩართულ მთავრობის ოფიციალურ პირებსა და ვაქცინის შექმნაში მონაწილე მეცნიერებზე პირდაპირ ბრალდებებში გადაიზარდა. საინფორმაციო კამპანიას დაემატა გავრცელებული მითებიც, რამაც მოსახლეობის განწყობაზე მკაფიო ზეგავლენა მოახდინა და ფილიპინელებში არა მხოლოდ დენგეს ვაქცინის, არამედ, ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის ზრდა გამოიწვია. ამდენად, The Vaccine Confidence Project-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფილიპინელების რაოდენობა, რომლებიც სრულად ეთანხმებოდნენ, რომ ვაქცინაცია „მნიშვნელოვანია“, 2015 წელს 93%-დან 2018 წელს 32%-მდე შემცირდა. ვაქცინები „უსაფრთხოა“ - 82%-დან 21%-მდე, ხოლო ვაქცინები „ეფექტურია“ 82%-დან 20%-მდე შემცირდა. 

ფილიპინების მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ გაჩენილი უნდობლობა, ფილიპინების ილოკოსის რეგიონში ბავშვების გარდაცვალების შემთხვევასაც უკავშირდებოდა. როგორც ადგილობრივი ორგანიზაცია Rappler-ი წერს, ჯანდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ილოკოსის რეგიონში გარდაცვლილი 154 ბავშვიდან, 19-ს ვაქცინაციის მიუხედავად, დენგეს ვირუსი აღმოაჩნდა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ენრიკე დომინიგომ განაცხადა, რომ 19 ინდივიდის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად დენგეს ვირუსი იყო, რაც, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტმა განმარტა, ნიშნავს, რომ დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინამ მათ შემთხვევაში არ იმოქმედა ან გამოიწვია გართულებები. თუმცა, დომინიგომ განმარტა, რომ საკმარისად მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო იმის თქმა, ვაქცინამ გამოიწვია სიკვდილი, თუ - არა. მისი თქმით, ვაქცინა შესაძლოა მხოლოდ „დაკავშირებული“ იყოს გარდაცვალების მიზეზთან, რის დასადგენადაც შემდგომი წლების განმავლობაში კვლევები უნდა ჩატარდეს. 154-დან დანარჩენი 135 ბავშვის გარდაცვალება, ჯანდაცვის დეპარტამენტის თანახმად, არ იყო დაკავშირებული დენგესთან. დომინიგომ განმარტა, რომ მათი გარდაცვალება გამოწვეული იყო სხვა დაავადებებით, მათ შორის, პნევმონიით, ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციებით, ლეიკემიით, ასთმით და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ დენგეს ვირუსი განსაკუთრებით საშიში ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევაშია. კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციამ ის ადამიანები, რომლებიც დენგეთი არასდროს ყოფილან ინფიცირებულები, შესაძლოა, მწვავე რეაქციის მიმართ შემდგომში დაინფიცირების შემთხვევაში უფრო მოწყვლადები გახადოს. დღეისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განახლებული რეკომენდაციის თანახმად, დენგეს ვაქცინა რეკომენდებულია 9-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც ვაქცინაციამდე დენგეს ვირუსით იყვნენ ინფიცირებულები. აღსანიშნავია ისიც, რომ დენგეს ვაქცინა ვირუსისგან სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.  

------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა