• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის  ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულების სახელფასო ხარჯმა, 2021 წლის მონაცემებით, 52 539 916 ლარი შეადგინა

აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულების სახელფასო ხარჯმა, 2021 წლის მონაცემებით, 52 539 916 ლარი შეადგინა

სახელფასო ხარჯი მოიცავს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებს, კერძოდ, 49 636 070 ლარი - საბიუჯეტო, ხოლო 2 903 846 ლარი - არასაბიუჯეტო სახსრებია

08/11/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების (ხარჯები, გრანტები და სუბსიდიები) თანახმად, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის დარიცხულმა სახელფასო ხარჯმა 52 539 916 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. სახელფასო ხარჯი მოიცავს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრებს, კერძოდ, 49 636 070 ლარი - საბიუჯეტო, ხოლო 2 903 846 ლარი - არასაბიუჯეტო სახსრებია.

დოკუმენტის თანახმად, საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების შრომის ანაზღაურების ხარჯი 38 484 218 ლარია (37 159 545 ლარი - საბიუჯეტო; 1 324 673 ლარი - არასაბიუჯეტო), ხოლო შტატგარეშეთა - 14 055 697 ლარი (12 476 525 ლარი - საბიუჯეტო და 1 579 173 ლარი - არასაბიუჯეტო). 2020 წლის ანალოგიურ პარამეტრთან მიმართებით, 2021 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციების ჯამური სახელფასო ხარჯები 3 299 161 ლარით გაიზარდა, რაც, ძირითადად, შტატგარეშეთა ანაზღაურების ხარჯების ზრდას უკავშირდება. 

ცხრილი 1. ინფორმაცია 2021 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაწეული შრომის ანაზღაურების შესახებ

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ცხრილიდან ჩანს, საკასო ხარჯი დარიცხულ ხარჯს 41 763 ლარით აღემატება. ანგარიშში განმარტებულია, რომ მეტობა, ძირითადად, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს „სატყეო ინფრასტრუქტურის გამართვის“ ქვეპროგრამას უკავშირდება. როგორც ირკვევა, უწყებამ ახალი გზის გაყვანისა და არსებული გზის შეკეთების სამუშაოებზე დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეებს 36 763 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება დაურიცხა, თუმცა ეს თანხა ახალი გზების თვითღირებულებაში აღირიცხა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს თანამშრომლების მიმართ ერიცხებათ მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები, რომელთა ამოღებისთვის ეფექტიანი ღონისძიებები არ განხორციელებულა. მაგალითად: სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს 3 637 ლარის მოთხოვნები.  

ამასთანავე, 2021 წელს ხელფასის დარიცხვის მიზნით შევსებული სამუშაო დროის ტაბელის მონაცემები ტურნიკეტზე დაფიქსირებულისგან განსხვავდება. ანგარიშში ახსნილია, რომ ამის მიზეზია COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც თანამშრომლები მოვალეობას ასრულებდნენ დისტანციურად, ან - შემცირებული სამუშაო დროით. აუდიტის პერიოდში, ავტომატიზებული სააღრიცხვო სისტემა მხოლოდ რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ჰქონდა. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, სატრანპორტო ხარჯებს უკავშირდება. ხაზინის მონაცემებით, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის მოვლა-შენახვისთვის, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, 8 857 420 ლარის ოდენობის ხარჯია გაწეული. აღნიშნული თანხა მოიცავს საწვავ/საპოხი მასალების შეძენის მიზნით გახარჯულ 2 674 601ლარს და ექსპლუატაციის, სათადარიგო ნაწილებისა და რემონტისთვის გახარჯულ 2 203 169 ლარს.  ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზის საფუძველზე, აუდიტორები მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს თანხის დაზოგვა შეუძლიათ, რაც ავტოპარკის ოპტიმიზაციისა და რიგ შემთხვევებში, მიზანშეუწონელი დანახარჯების შემცირებით მიიღწევა. 

აუდიტორების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების მართვის ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმის დანერგვა, რაც ტრანსპორტის არამართლზომიერი გამოყენების რისკებს შეამცირებს. მაგალითად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  სარგებლობაში არსებული ავტომანქანის სამართავად გადაცემის ფაქტი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირისთვის. ასევე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ერთ-ერთი დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება მისი ბუნებრივი ცვეთის გამო გახდა საჭირო. თუმცა მიმწოდებელმა კომპანია შპს „ჯეო-ავტოს“ მენეჯერმა ახსნა, რომ ავტომანქანა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო დაზიანდა. გაირკვა, რომ ფაქტი დადგენილი წესით არ დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახეს. შედეგად, ხარჯი დაზღვევის მიერ არ ანაზღაურდა. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას 3 720 ლარის ღირებულების სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სატრანსპორტო ხარჯებთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ რეკომენდაცია ადრე ჩატარებული აუდიტების შემდეგაც გასცა. კერძოდ, აუდიტორების აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით, მთავრობა ერთიან მიდგომასა და ოპტიმიზაციის გეგმას შეიმუშავებდა. როგორც ირკვევა, გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა საბოლოო მარეგულირებელი დოკუმენტი ამ დრომდე მომზადებული არ არის. 

თეგები:
რეალური ზრდა
უცხოური გრანტები
სახელფასო ხარჯი
აუდიტი
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა