• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კანადა აკანონებს ბავშვთა ევთანაზიას მშობლის თანხმობის გარეშე

დეზინფორმაცია: კანადა აკანონებს ბავშვთა ევთანაზიას მშობლის თანხმობის გარეშე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

31 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კანადაში ევთანაზიის კანონის შესახებ არის საუბარი. მასალის მიხედვით, კანადა აკანონებს ბავშვთა ევთანაზიას მშობლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული ინფორმაცია ყალბ მტკიცებას შეიცავს და სიმართლეს არ შეესაბამება.

ევთანაზია, როდესაც ექიმის მიერ პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ხდება მისი სიცოცხლის მოსწრაფება, კანადაში Medical assistance in dying (MAID) პროგრამის სახით 2016 წლიდან ლეგალურია. კანადაში MAID-ის პროგრამის შესახებ 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად, პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ფსიქიკურად ჯანმრთელ 18 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც უკურნებელი ან ისეთი დაავადებები ჰქონდათ, რომელიც გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა. 2021 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც MAID-ით სარგებლობის უფლებამოსილი პირების განსაზღვრას, ფედერალური მთავრობის მიერ მონაცემთა შეგროვებისა და მოხსენების მომზადების ჩარჩოების დადგენას ითვალისწინებს. დღესდღეობით იმისთვის, რომ კანადაში პირმა MAID-ით ისარგებლოს, საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს:

• პირი უფლებამოსილი უნდა იყოს ფედერალური მთავრობის, ან პროვინციის ან ტერიტორიის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებისთვის;

• კანადაში ჩასულ ვიზიტორებს არ აქვთ MAID-ის გამოყენების უფლება;

• პირი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და მენტალურად კომპეტენტური. ეს ნიშნავს, რომ პირს უნდა შეეძლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

• პირს უნდა ჰქონდეს მძიმე და უკურნებელი სამედიცინო მდგომარეობა;

• პირი MAID-ზე მოთხოვნას უნდა აკეთებდეს თავისი სურვილით და ეს არ უნდა იყოს გარე ზეწოლის ან გავლენის შედეგი;

• პირმა უნდა გასცეს ინფორმირებული თანხმობა MAID-ის მიღებაზე.

შესაბამისად, ევთანაზიასთან დაკავშირებით კანადის კანონის თანახმად, კანადაში ბავშვთა ევთანაზია არ არის დაშვებული. გარდა ამისა, ასევე მცდარია მტკიცება, რომ კანადაში მიღებული კანონი ღარიბთა და ფსიქიკურად დაავადებულებს ეხება. როგორც ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ჩანს, იმისთვის, რომ პირს ევთანაზიაზე მოთხოვნა დაუკმაყოფილდეს, ის ფსიქიკურად ჯანმრთელი მოქალაქე უნდა იყოს.

2021 წლის მარტში კანადის პარლამენტმა MAID-ის სპეციალური ერთობლივი კომიტეტი დააარსა, ისეთ საკითხებზე სამუშაოდ, როგორიც არის MAID-ის კანონის „მოწიფულ არასრულწლოვნებზე“ გავრცელება. კომიტეტი ანგარიშს პარლამენტს 2023 წლის თებერვალში წარუდგენს. კანადის მთავრობა განიხილავს კომიტეტის რჩევებს მოწიფული არასრულწლოვნების საკითხთან დაკავშირებით. კანონი ამჟამად 18 წელზე უფროსი ასაკის პირებზე ვრცელდება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 2022 წლის 16 დეკემბერს და დაემატა ინფორმაცია კანადის პარლამენტში სპეციალური კომიტეტის მუშაობის შესახებ, რომელიც განიხილავს კანონის მოწიფულ არასრულწლოვნებზე შესაძლო გავრცელების საკითხს. თუმცა, სტატიის ვერდიქტი განახლების შემდეგაც უცვლელია, რადგან ამჟამინდელი რეგულირებით MAID მხოლოდ 18+ ასაკის პირებზე ვრცელდება.

--------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
ევთანაზია
ბავშვთა ევთანაზია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა