• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ზელენსკი ნარკოდამოკიდებულია

დეზინფორმაცია: ზელენსკი ნარკოდამოკიდებულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/09/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

22 აგვისტოს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 13:00 საათზე“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა. გადაცემის სტუმარმა სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და უკრაინის პრეზიდენტს კოკაინზე დამოკიდებულება მიაწერა.  საუბრისას მან ზელენსკის „დაყნოსილი პრეზიდენტი“ უწოდა  და აღნიშნა, რომ „ის კოკაინისტია მოგეხსენებათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის.“ 

ცნობისთვის, დეზინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დეზინფორმაციულ მტკიცებებს ფაქტ-მეტრი უკვე არაერთხელ გამოეხმაურა (იხილეთ ლინკი 1; ლინკი 2)

აღსანიშნავია, რომ წარსულში სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელსაც უკრაინულ ენაზე სარკასტული კომენტარი ერთვოდა: „ახლა შევიყნოსავ და ხერსონში წავალ“ 

ფოტომანიპულაციით დამუშავებული ფოტო

AFP News Agency-ს მიერ გადაღებული რეალური ფოტო

სინამდვილეში, პრორუსულმა პროპაგანდისტულმა გვერდებმა AFP News Agency-ს მიერ ქალაქ ბუჩაში ვიზიტისას პრეზიდენტი ზელენსკისთვის გადაღებულ ფოტოს ფოტომანიპულაციით ნარკოტიკული საშუალება და ხელი დაამატეს და შეცვლილი ფორმით გაავრცელეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების  შესახებ გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს, მათ შორის ვიდეომანიპულაციას, რომელშიც ციფრული საშუალებებით თეთრი ფხვნილის გამოსახულების დამონტაჟება გამოვლინდა, ფრანგული ტელეარხი France 25 გამოეხმაურა.

 

გავრცელებული მანიპულაციური ვიდეოს ორიგინალ ვერსიასთან შედარებისას ცხადად ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მარცხნივ ნარკოტიკული საშუალების გამოსახულება დამონტაჟებულია.

France 25-მა ასევე გადაამოწმა ვიდეო, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის კოკაინის შესახებ ნათქვამ ფრაზას მიაწერდნენ: „ეს არის მთელი დღის ენერგია. დილის 7 საათზე ვიღვიძებ, ძაღლს ვასეირნებ და ნარკოტიკებს შევიყნოსავ.“

სინამდვილეში, Ukrainskaya Pravda-სთან მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „ეს არის დიეტა, რომელსაც მივყვები. დილის 7 საათზე ვიღვიძებ, ვასეირნებ ძაღლს. ეს მაძლევს მთელი დღის ენერგიას. არ მოვიხმარ ნარკოტიკებს და არ შევიყნოსავ არაფერს გარდა ყავის სურნელისა... “ 

გარდა ამისა, დეზინფორმაციული მტკიცებები პრეზიდენტ ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით არასამეცნიერო, პირად აღქმებზე დაფუძნებულ განცხადებებს ეყრდნობა. ფსიქოლოგმა,  ალექსეი ზახაროვმა ინტერვიუში  განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკომანთათვის დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები აღენიშნება, მათ შორის გაფართოებული გუგები, სტრესული ქმედებები, მოუსვენრად მოძრავი ხელები. 

პირად შეხედულებებზე დაფუძნებული შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმაც გააკეთა. პრეზიდენტის სახისა და საუბრის მანერის ცვლილებაზე დაკვირვების საფუძველზე ანდრეი ბოგდანმა lenta.ru-სთან განაცხადა, რომ მას აქამდე პრეზიდენტის ნარკოტიკებზე დამოკიდებულება არ შეუმჩნევია, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. 

ცნობისთვის, დეზინფორმაცია ირიბი ფორმით ასევე გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მიერ, რომელმაც უკრაინის მთავრობას ნარკოტიკზე დამოკიდებულთა „ბანდა“ უწოდა. 

სინამდვილეში, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ გავრცელებული მტკიცებები უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციას. განცხადებები არა რეალურ ფაქტებს, არამედ ფოტო-ვიდეო მანიპულაციასა და მიკერძოებულ პერსონალურ ბრალდებებს ეყრდნობა.

ამდენად, მტკიცება, რომელიც ალტ-ინფოს ეთერში ვოლოდმირ ზელენსკის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესახებ გაკეთდა, ყალბია და რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეყრდნობა.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გარდასილი
ენერგორესურსები
ღაზა
ნარკოდამოკიდებული
ზელენსკი
ევროკავშირი
ენერგორესურსები
ნარკოდამოკიდებული
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა