• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროპის ბევრმა ქვეყანამ ვენერიული დაავადებების გამო უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა

დეზინფორმაცია: ევროპის ბევრმა ქვეყანამ ვენერიული დაავადებების გამო უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/09/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიშმა „ფანტ ინა“ დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც,  ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკრაინელი ლტოლვილებისა და ტურისტების მიღებაზე უარი თქვა, რადგან მათში ხშირია ვენერიული დაავადებები, რაც მოსახლეობას პრობლემას შეუქმნის.

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ უკრაინა 10.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 7 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ევროპაში 7.2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ფიქსირდება. თავშესაფრის საერთო ევროპული სისტემის თანახმად, ევროკავშირი საიმედო სივრცეს წარმოადგენს იმ პირთათვის, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში არსებული რთული სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიტუაციის გამო იძულებულნი არიან, დატოვონ ქვეყანა და თავშესაფარი უცხო ქვეყანაში მოძებნონ. 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით, თავშესაფრის ძიება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - სახელმწიფოების ვალდებულება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და საერთო მიდგომას ლტოლვილთა დასაცავად მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნები  ლტოლვითა თავშესაფრით უზრუნველყოფის ვალდებულებას და ერთიანი სტანდარტების შესაბამისად ამ პირების საქმის განხილვის პასუხისმგებლობას იღებენ. 

ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინელი ლტოლვილების მიღება მეზობელმა ქვეყნებმა დაიწყეს. საზღვრის კვეთის ყველაზე მეტი შემთხვევა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აღირიცხა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, ამჟამად პოლონეთში 1,365,810 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. უკრაინელმა ლტოლვილებმა უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებსაც - უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ბელარუსი შეაფარეს თავი. უკრაინის არამოსაზღვრე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი (1,003,029) გერმანიაში იმყოფება. ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობით რიგით მეორე სახელმწიფო ჩეხეთია (427,696). უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი მაღალია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ბულგარეთში.

 

უკრაინელი ლტოლვილები უკრაინის არამოსაზღვრე ქვეყნებში

წყარო: unhcr

ომის შედეგად გამოწვეულმა ლტოლვილთა ტალღებმა მთელი ევროპის მობილიზებას შეუწყო ხელი. 24 მარტს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება ევროპაში მყოფი ლტოლვილების შესახებ ერთობლივ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული სახსრები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ლტოლვილებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევისთვის გადამისამართდა.

1 მარტს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პირველად, 2001 წლის შემდეგ დროებითი დაცვის დირექტივა ამოქმედდა. დროებითი დაცვის დირექტივის თანახმად, ევროკავშირის სახელმწიფოებმა  დასაწყისისთვის ერთი წლის განმავლობაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარება უნდა შესთავაზონ უკრაინელ მოქალაქეებს.

მტკიცება, რომ ევროპის სახელმწიფოები უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარს ვენერიული დაავადებების გამო აცხადებენ, უსაფუძვლოა. არ არსებობს არანაირი წყარო, რომელიც დაადასტურებს, რომ რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზად ვენერიული დაავადებები დაასახელა.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
უკრაინელი ლტოლვილები
ვენერიული დაავადებები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა