• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეოში აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები ჩანს, რომლებიც ნენსი პელოსის თვითმფრინავს ტაივანისკენ აცილებენ

დეზინფორმაცია: ვიდეოში აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები ჩანს, რომლებიც ნენსი პელოსის თვითმფრინავს ტაივანისკენ აცილებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდი GlobalNews სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები ჩანს, რომლებიც ნენსი პელოსის თვითმფრინავს ტაივანში აცილებდნენ. „აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები ნენსი პელოსის თვითმფრინავს ტაიპეიში, ტაივანში გააცილებენ” - წერს GlobalNews. ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ Facebook-მომხმარებლები, ნინო ნინო და გიორგი გიგა ადამიაც.

რეალურად, გავრცელებული ვიდეოს აღწერა შეცდომაში შემყვანია და სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული ვიდეო 2021 წლის აპრილში გავრცელდა და 2022 წლის 2 აგვისტოს ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან კავშირი არ აქვს.

ღია წყაროებში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ გავრცელებული ვიდეო 2021 წლის 15 აპრილს Youtube-არხზე, Tinuod TV-ზე ქვეყნდება აღწერით: „აშშ-ის საზღვაო ძალები დასავლეთ ფილიპინების ზღვაში”. აღნიშნული Youtube-არხი, რომელიც საკუთარ თავს „მინი დოკუმენტურ” არხს უწოდებს, სავარაუდოდ, ფილიპინების, ან აღმოსავლეთ ფილიპინების ზღვას გულისხმობს, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს და დასავლეთით ფილიპინების არქიპელაგით, სამხრეთ ჩინეთის ზღვითა და ტაივანითაა შემოსაზღვრული. გამოქვეყნებული ვიდეო გავრცელდა სხვა Facebook და Youtube-არხებზეც 2021 წლის 19 აგვისტოს, 21 ოქტომბერს და 6 სექტემბერს. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, დანარჩენი დეტალები, გარდა იმისა, რომ ვიდეოში აშშ-ის საზღვაო ძალები ჩანს, მითითებული არ არის.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს არ ასახავს და ის 2021 წელსაც ვრცელდებოდა, თუმცა, „ფაქტ-მეტრისთვის” აღნიშნული კადრების გადაღების ზუსტი ლოკაცია კვლავ დაუდგენელია.

აღსანიშნავია რომ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ტაივანს ესტუმრა. მან, პეკინის გაღიზიანების მიუხედავად, ტაივანის დემოკრატიულ მთავრობას ამერიკის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად პეკინში აშშ-ის ელჩი, ნიკოლას ბერნსი დაიბარა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ტაივანი
ნენსი პელოსი
თვითფრინავები
ვახტანგ დემურია
მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა