• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია გენტის უნივერსიტეტში გამართული დადგმის  შესახებ

დეზინფორმაცია გენტის უნივერსიტეტში გამართული დადგმის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 29-30 ივლისს Facebook-ანგარიშებმა - სულიერი სამყარო და ლაშა მენთეშაშვილი იდენტური ვიდეოები სხვადასხვა აღწერით გამოაქვეყნეს. ვიდეოში ჩანს დადგმა, რომელსაც ორი ქალი ოთახში მყოფ საზოგადოებას წარმოუდგენს. სულიერი სამყაროს თანახმად, ვიდეო NATO-ს სამიტზეა გადაღებული, სადაც ხელოვნების სახელით სატანისტურ რიტუალებს ატარებენ. ლაშა მენთეშაშვილი კი წერს, რომ დადგმა ბელგიის პარლამენტში გაიმართა, რასაც მოსამართლეებიც ესწრებიან.

 

სინამდვილეში, დადგმა არც NATO-ს სამიტზეა გადაღებული და არც ბელგიის პარლამენტში. ვიდეო, რომელზეც Facebook-ანგარიშები წერენ, ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტის აკადემიური წლის გახსნის ცერემონიალზე მოწყობილ მხატვრულ დადგმას ასახავს.

Google-ის საძიებო სისტემის ხელსაწყოს - image search-ის, თანახმად, ანალოგიური ვიდეო YouTube-ზე 2017 წელს აიტვირთა, წარწერით, „მემარცხენე მეცნიერები გენტის უნივერსიტეტში [ბელგია]“. ვიდეოში გარკვევით ჩანს უნივერსიტეტის ლოგო და სახელი. 

აღნიშნული დადგმა NATO-ს სამიტს უცხოურ მედიაშიც დაუკავშირეს, რაზეც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა - CheckYourFact-იც - წერდა. CheckYourFact-ს გენტის უნივერსიტეტის სპიკერი, სტეპანი ლენოირი, ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეო ნამდვილად გენტის უნივერსიტეტში, ახალი აკადემიური წლის გახსნის ცერემონიალზე, 2017 წელსა არის გადაღებული.  გენტის წარმომადგენელმა CheckYourFact-ს ღონისძიების ამსახველი ფოტოებიც გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულ ცეკვასთან ერთად სხვა პერფორმანსებიც ჩანს.

ვიდეოში მოცემული პერფორმანსი თეატრალურმა კომპანიამ -  Action Zoo Humain - მოამზადა, რომელსაც არც NATO-ს სამიტთან, არც ბელგიის პარლამენტთან და არც სატანისტურ რიტუალთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ანტიდასავლური პროპაგანდა
სტატია
დახმარება
ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა