• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აუტიზმის და ბავშვთა კიბოს შემთხვევების ზრდა ვაქცინაციას უკავშირდება

დეზინფორმაცია: აუტიზმის და ბავშვთა კიბოს შემთხვევების ზრდა ვაქცინაციას უკავშირდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/07/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ბავშვთა აცრები აუტიზმს და ბავშვთა სიმსივნეებს (ლეიკემიას) იწვევს.  

მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს და აუტისტური სპექტრის დარღვევებს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს, რაც შესაბამისი სამეცნიერო კვლევებით დასტურდება. 

მითი, თითქოს ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1997 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი და მისი მიგნებები სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო უარყვეს. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე სერიოზული კვლევის სახით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგინდა. ამასთან, უახლესი კვლევები ამტკიცებს, რომ აუტიზმი მუცლად ყოფნის პერიოდში, ბავშვის დაბადებამდე, ვითარდება. აღნიშნული ფაქტი კი, აცრასა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირს, გამორიცხავს.

მტკიცება, თითქოს გლობალურად კიბოს შემთხვევების ზრდას ვაქცინაციასთან აქვს კავშირი, არის ყალბი ამბავი. ვაქცინები არ იწვევს კიბოს, მათ შორის - არც ლეიკემიას. პირიქით, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე ტიპის კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება. 

რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ის მილიონობით ადამიანს მძიმე ინფექციური დაავადებებით (პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.) ინფიცირებისგან, შემდგომი გართულებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, იმუნიზაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 4-5 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. მაგალითისთვის, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, მსოფლიოში 2000-2018 წლებში წითელათი გარდაცვალების მაჩვენებელი 73%-ით შემცირდა. 

იმუნიზაციის შესახებ გავრცელებულ მითებზე და ფაქტებზე ვრცლად იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დოკუმენტი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დეფიბრილატორების ჯიხურები
ლეიკემია
სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტი
აცრა
იმუნიზაცია
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა