• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლების მიმოხილვა - 2022 წლის I კვარტალი

უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლების მიმოხილვა - 2022 წლის I კვარტალი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4% შეადგინა

04/07/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4% შეადგინა. თუმცა უმუშევრობის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და პანდემიამდე პერიოდის მონაცემებს აღემატება. 

საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. აქვე აღსანიშნავია, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად შემცირდეს, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი. 

მიდიმდინარე წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით (43.5 ათასით) გაიზარდა. რაც დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით (71.4 ათასით) გაიზარდა. შესაბამისად, უმუშევრობის დონის [პროცენტული მაჩვენებლის] შემცირებაც დასაქმების ზრდის ხარჯზე მოხდა. 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლებში, დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით, 37.7%-დან 40.2%-მდე  გაიზარდა. 

2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა, თუმცა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, გაუარესებულია. ქვეყანაში პანდემიის პერიოდში, მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ეკონომიკურ შეზღუდვების შემსუბუქებას კი ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება/აღდგენა. უმუშევრობის დონემ მაქსიმალურ მაჩვენებელს სწორედ 2021 წლის I  და II კვარტალში მიაღწია. შესაბამისად, 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე პიკურ პერიოდთან [2021 წლის I კვარტალთან] შედარებით შემცირდა, თუმცა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.  

რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა - წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 2019-2020 წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით - შემცირებულია. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] რაოდენობაც მხოლოდ 2021 წლის I კვარტალთან შედარებით არის გაზრდილი, წინა წლების ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით კი შემცირებულია. 

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები (კვარტალური), 2019-2022 წლებში 

 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პანდემიის პერიოდში  [2020-2021] უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. 2022 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის პარამეტრები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით - გაუარესებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის. 

თეგები:
ხელფასები
საწარმოები
სასტატი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა