• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჯასტინ ბიბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის ვაქცინასთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული

სოციალურ ქსელში ჯასტინ ბიბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის ვაქცინასთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული

დეზინფორმაცია: მანიპულირება

15/06/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 12 ივნისს Facebook-მომხმარებელმა - ფანტინა ფანტინა - ჯასტინ ბიბერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის პირველ ნაწილში ბიბერის დიაგნოზზე, რამსეი-ჰანტის სინდრომზეა საუბარი, რამაც მომღერლის სახის ნაწილის პარალიზება გამოიწვია. მეორე ნაწილში კი, ნათქვამია, რომ „ე.წ. კოვიდვაქცინების“ შემდეგ გართულებათა შორის სხეულის სხვადასხვა ნაწილის სრული ან ნაწილობრივი პარალიზებაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბელის დამბლა და რამსეი-ჰანტის სინდრომი. 

Facebook-მომხმარებლის მიერ ინფორმაციის ამგვარად გავრცელება მანიპულაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ჯასტინ ბიბერის რამსეი-ჰანტის სინდრომს COVID-19-ის ვაქცინასთან რაიმე კავშირი აქვს. 

სოციალურ ქსელში აღნიშნული დეზინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 10 ივნისს, ჯასტინ ბიბერმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად საუბრობდა იმაზე, თუ რამ გამოიწვია მისი სახის ნახევრად პარალიზება. როგორც ბიბერმა აღნიშნა, მისი დიაგნოზი რამსეი-ჰანტის სინდრომია. აღნიშნულ სინდრომს იგივე ვირუსი იწვევს, რაც ჩუტყვავილასა და ჰერპეს ზოსტერს. არც ვიდეოში და არც რომელიმე სხვა წყაროში ბიბერს COVID-19-ის ვაქცინა არ უხსენებია. მეტიც, საჯაროდ საერთოდ არაა ცნობილი მსახიობმა ვაქცინა გაიკეთა, თუ - არა.

რაც შეეხება COVID-19-ის ვაქცინის კავშირს რამსეი-ჰანტისა და ბელის დამბლასთან, სპეციალისტებმა აღნიშნული დაავადებების რამდენიმე შემთხვევა ვაქცინის მიღების შემდეგ ნამდვილად აღწერეს, თუმცა მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არაა. აღნიშნული დაავადებების სიხშირე, რაც ვაქცინირებულ მოსახლეობაში დაფიქსირდა,  წლიურად მოსალოდნელი შემთხვევების ნორმაში ზის.

როგორც „ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის კვლევის კლინიკის“ დირექტორმა, ანა ვალდმა, Politifact-თან განაცხადა, „ჰერპეს ზოსტერი, რომლის ერთ-ერთი ტიპი რამსეი-ჰანტის სინდრომია, COVID-ვაქცინების მიღების შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, რომ COVID-ვაქცინა სინდრომის განვითარების რისკს ზრდის. მაგრამ დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ სინდრომის განვითარების რისკი ნამდვილად იზრდება“.

„ჯონ-ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსი მკვლევარი - ამეშ ადალჯა, აცხადებს, რომ სინდრომი ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირებულა, თუმცა დაფიქსირდა, როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო, ისე გრიპის, ცოფის, ჰეპატიტ A-სა და იაპონური ენცეფალიტის ვაქცინის მიღების შემდეგ: „რთულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, რადგან ჰერპეს ზოსტერი ძალიან გავრცელებული ინფექციაა და არის რაღაც საბაზისო მაჩვენებელი, რაც ადამიანებში უბრალოდ ვლინდება, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად“.

„ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინფექციურ დაავადებათა განყოფილების“  პროფესორი, უილიამ შაფნერი ამბობს, რომ კავშირი ვაქცინასა და სინდრომს შორის შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო: „არ არსებობს მონაცემები აცრილთა მონიტორინგის სისტემებიდან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა ჰერპეს ზოსტერის პროვოცირებას იწვევს“. 

 „აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ სპიკერის, კურის გრილის, განცხადებით, სააგენტოს „იმუნიზაციის შემდეგ არ აღმოუჩენია რამსეი-ჰანტის სინდრომის უჩვეულო ან მოულოდნელი ნიმუშები, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ COVID-19 ვაქცინები იწვევენ ან ხელს უწყობენ ამ მდგომარეობას“. 

ამრიგად, ჯასტის ბიბერის დიაგნოზის, რამსეი-ჰანტის სინდრომის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირება მანიპულაციაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ვაქცინები აღნიშნული სინდრომის პროვოცირებას ახდენენ. ამასთან, საჯარო არაა ინფორმაცია, ჯასტინ ბიბერმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, თუ - არა. 

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჯასტინ ბიბერი
რამსეი-ჰანტის სინდრომი
ჟურნალისტები
დეფიბრილატორების ჯიხურები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა