• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სირიაში გადაღებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში სირიაში გადაღებული ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

01/06/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ატირებული კაცი პატარა ბავშვს ეხუტება. კადრში სხვა ადამიანებიც  ჩანან. Facebook-გვერდის „მადლი • Madli“-ის მიხედვით, კადრებში სირიელი მამაკაცია ასახული, რომელმაც მეუღლე და შვილები დაკარგა, თუმცა შემდგომ ერთ-ერთი შვილი ცოცხალი იპოვა. აღნიშნული პოსტი Facebook-გვერდმა „სექტამ“ გააზიარა და ის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან დააკავშირა - „მიწასთან გაასწორა ამერიკამ სირია, ლიბია, ერაყი, ავღანეთი, თუ იქ ხალხი ხალხად არ ითვლება ლიბერალები?!“. 

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო სირიის ქალაქ ზამალკაში 2013 წლის აგვისტოშია გადაღებული, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობამ ასადის ხელმძღვანელობით, მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. 

2013 წლის 21 აგვისტოს, ბაშარ ალ ასადის მთავრობამ დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რომლის შედეგადაც 1429 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 29 ბავშვი. დამასკოსა და დამასკოს გარეუბნებში, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური აგენტი, სარინის შემცველი რაკეტები აფეთქდა. სირიის ოპოზიციისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის - ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, თავდასხმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ძალების მიერ მოხდა. ბრალდებას  სირიისა და რუსეთის მთავრობები უარყოფდნენ, უფრო მეტიც, რუსეთის მთავრობამ შეტევას ოპოზიციის „ცრუ დროშის“ ოპერაცია უწოდა, იმისათვის, რომ გარე ძალები ომში  ოპოზიციის მხარეს ჩაბმულიყვნენ. 

2013 წლის 30 აგვისტოს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მთავრობის შეფასება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაზვერვის მაღალი რწმენით, ქიმიური იარაღი დამასკოში ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ, სირიის მთავრობამ გამოიყენა. 2 სექტემბერს, საფრანგეთმაც გამოაქვეყნა საიდუმლო დაზვერვის შეფასება, რომლითაც დაასკვნა, რომ ასადის რეჟიმმა სარინის გაზი გამოიყენა, როგორც 21 აგვისტოს თავდასხმაში, ასევე აპრილშიც. 

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ვიდეო ქართულ მედია სივრცეში, სხვადასხვა მედია სააგენტოს მიერ (ბმული 1, ბმული 2), 2013 წელსვე გამოჩნდა

ამდენად, ვიდეოში ასახული კადრები სწორედ 21 აგვისტოს, მომხდარი შემთხვევის შემდგომ, დამასკოს მახლობლად, ზამალკაში სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ არის გადაღებული. შესაბამისად, მას აშშ-ის ქმედებებთან კავშირი არ აქვს. 

ცნობისათვის, სირიაში ამბოხება 2011 წლის 15 მარტს ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ ტალღის ფონზე დაიწყო, რომელიც შემდგომ მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სირია
ვიდეო
ვახტანგ დემურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა