2022 წლის 1 აპრილს, Geonewest.com-ზე გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით- „მაისის ბოლომდე, ყოველ ოჯახს, ბიძინა ივანიშვილი ურიგებს ათას-ათას დოლარს“. კონკრეტული სტატია შემდგომ სოციალურ ქსელშიც გაზიარდა.

რეალურად, სტატიაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, საპირველაპრილო ხუმრობა არის გადმოტანილი. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სატირული შინაარსისაა.

სტატიაში ვკითხულობთ: „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: „ღამე მშვიდობის მეგობრებო, როგორც შევიტყვე მაისის ბოლომდე, ყოველ ოჯახს, ბიძინა ივანიშვილი ურიგებს ათას-ათას დოლარს და ერთ კილო კოწახურის საწუწნ კანფეტს, მინდა მას მადლობა ვუთხრა ასეთი მამულიშვილობისთვის“, – წერს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე მსგავსი სატირული შინაარსის პოსტი პირველ აპრილს გამოაქვეყნა.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი