• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად!

მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად!

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად 2022 წლის გზავნილია - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“

24/03/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად 2022 წლის გზავნილია - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“. 

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით! ტუბერკულოზი ჯერ კიდევ რჩება მსოფლიო ჯანდაცვის სერიოზულ გამოწვევად. ჯანმოს მონაცემებით, გლობალურად ტუბერკულოზი არის N13 სიკვდილის გამომწვევი მიზეზი და მეორე წამყვანი ინფექციური დაავადება (COVID-19-ის შემდეგ). მხოლოდ 2020 წელს მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით  დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, 1,5 მილიონი ადამიანი კი გარდაიცვალა. ტუბერკულოზი აივ-ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. 2020 წელს ტუბერკულოზით 214 000 აივ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB) ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარი გამოწვევაა. ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტულ ფორმებს ჯერ კიდევ მაღალი გავრცელება აქვს, გლობალურად ახალი შემთხვევების 3,6%-სა და ნამკურნალები შემთხვევების 20%-ში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება. წამლისადმი რეზისტენტობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის გავლა. პაციენტები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მკურნალობაზე, რაც ტუბერკულოზის კიდევ უფრო მძიმე ფორმების განვითარებას უწყობს ხელს. 2020 წელს წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებიდან მხოლოდ სამიდან ერთმა გაიარა მკურნალობის კურსი. 

2014 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ WHO-ს  „დავასრულოთ ტუბერკულოზი“ მიზნები მიიღო, რომელიც წარმოადგენს გეგმას ქვეყნებისთვის, რათა დაასრულონ ტუბერკულოზის ეპიდემია სიკვდილიანობისა და ინციდენტობის შემცირებით და კატასტროფული დანახარჯების აღმოფხვრით. სტრატეგიის გლობალური მიზანია 2015-2030 წლებისთვის ტუბერკულოზის სიკვდილიანობის 90%-ით, ახალი შემთხვევების 80%-ით შემცირება.  ტუბერკულოზის არსებული მკურნალობის მეთოდებმა 2000-დან 2020 წლამდე მსოფლიოში დაახლოებით 66 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა გამოწვევად რჩება არსებითი ხარვეზები დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მხრივ. გლობალურად, ტუბერკულოზის შემთხვევები წელიწადში დაახლოებით 2%-ით იკლებს. თუმცა ეს პროგრესი არაა საკმარისი WHO-ს „დავასრულოთ ტუბერკულოზის“ სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად.  

საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა - საშუალოდ 6.6% წელიწადში. ახლად დიაგნოზირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მაჩვენებელი შემცირდა 65%-ით 112-დან 40-მდე - 100000 მოსახლეზე. 2021 წელს ტუბერკულოზი 1646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სავარაუდოდ, COVID-19 პანდემიას გავლენას უკავშირდება. საქართველოში სახელმწიფო პროგრამითა და გლობალური ფონდის თანადაფინანსებით უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის - რეზისტენტული  ტუბერკულოზის, თანამედროვე მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოში, მიუხედავად არსებული პროგრესისა, ტუბერკულოზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.  

ტუბერკულოზი ყველა ქვეყანაში და ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული, მათ შორის - ბავშვებში.  თუმცა მისი პრევენცია და განკურნება შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა დაავადების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. ჯანმოს ცნობით, კვლევებისა და განვითარებისთვის ყოველწლიურად სულ მცირე დამატებით 1,1 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო, რაც  ახალი ინსტრუმენტების შემუშავებას დააჩქარებს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიამ ტუბერკულოზთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დააყენა. ამ ფონზე, რესურსების ინვესტირება, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად და სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.   

წყარო: WHO; NCDC

თეგები:
ტუბერკულოზი
მსოფლიო დღე
მეტი ინვესტიცია
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა