• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანი პროცესია

16/03/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად,  თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანი პროცესია. მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ფორმა მონაწილეობითი ბიუჯეტირებაა, რაც მოქალაქეებსა და სათემო ჯგუფებს, საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით,  ახალი ინიციატივების წარდგენის საშუალებას აძლევს.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების გზით, საზოგადოების წევრები ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვისა და კონტროლის პროცესში უშუალოდ ერთვებიან. ეს კი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს ზრდის. გარდა ამისა,  საბიუჯეტო პროცესებში თანამონაწილეობა გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც სახსრების არამიზნობრივი, არაეფექტიანი ხარჯვისა და  კორუფციის რისკებს ამცირებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: დასახლების საერთო კრება; პეტიცია; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა; საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის გამჭვირვალეობითა და ხელმისაწვდომობით რომ არ გამოირჩევა, ამაზე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემები, ისე მოქალაქეთა გამოცდილება და უპასუხოდ დარჩენილი განცხადებები მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში, არც ერთი პროექტი არ შესულა. 

2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების უდიდესი პრობლემა ბიბლიოთეკის არარსებობაა. 

არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედმა რამდენიმე სათემო ორგანიზაციამ მერიას საერთო განცხადებით მიმართა. მათ ასევე ელექტრონული წერილი გაუგზავნეს პირადად მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. ორგანიზაციები სხვადასხვა სოფელში არსებული კონკრეტული შენობების ბიბლიოთეკებად გადაკეთებას ითხოვდნენ. 

ტიგრან თარზიანი, ორგანიზაციის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელი, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ წერილზე პასუხი არ მიუღიათ. თვითმმართველობამ უპასუხოდ დატოვა მოქალაქე მარტინ აროიანის განცხადებაც, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა: სპორტული დარბაზის მშენებლობა და ნინოწმინდის კულტურის სახლის მდგომარეობა. აროიანი ამბობს, რომ მოქალაქეები მერიას არ მიმართავენ, რადგან წერილები პასუხის გარეშე რჩება და, ალბათ, არც განიხილება. ამიტომ მოსახლეობა ჩართულობის პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. 

„ფაქტ-მეტრმა“ სცადა, გაერკვია, რა ფორმით ერთვება მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში და ინფორმაცია ნინოწმინდის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა. ჩვენ საანგარიშოდ ბოლო ოთხი წელი ავირჩიეთ. აღმოჩნდა,  რომ მოცემულ პერიოდში, ამ მიზნით ხელისუფლებისთვის არავის მიუმართავს. 

„გაცნობებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მოქალაქეებისგან კონკრეტულად საპროექტო ინიციატივები საკრებულოში არ შემოსულა, მაგრამ შემოსულია კოლექტიური განცხადებები ქუჩების მოასფალტებაზე, სანიაღვრე არხების მოწყობასა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანაზე, რის საფუძველზეც საპროექტო წინადადებები წარდგენილია მერიაში, მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულია“,- აღნიშნულია პასუხში, რომელიც ადრესატმა გამოგვიგზავნა. 

თეგები:
ნინოწმინდა
ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი
მოქალაქეები
ლიზა ტოროსიანი
ლიზა ტოროსიანი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა