• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/03/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორიებია, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7).

აღნიშნული დეზინფორმაცია რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მოგვიანებით კი, კრემლის მხარდაჭერილი პროპაგანდისტული მტკიცებები ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც გავრცელდა.

აშშ-ის ბიოლაბორატორიების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობის შესახებ რუსული პროპაგანდა პერიოდულად აქტიურდება. ამჯერად კრემლის დეზინფორმაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მოჰყვა. რუსეთის სამთავრობო უწყებები და პრორუსული მედიები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის საელჩომ უკრაინაში ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებული არქივი და აკრძალული ექსპერიმენტების დოკუმენტები გაანადგურა. აღნიშნულ ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის, განცხადება მოჰყავთ. პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე 30 ბიოლაბორატორიის არსებობა დაადასტურა. ბიოლაბორატორიები კი ამერიკის ხელისუფლებისა და პენტაგონის დაფინანსებით მუშაობს, სადაც მასობრივი განადგურების იარაღს ქმნიან.

აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა თქვა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

რაც შეეხება ნულანდის კომენტარს, 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში ვიქტორია ნულანდის მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე სენატორმა მარკო რუბიომ ნულანდს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. კერძოდ:

მარკო რუბიო: აქვს უკრაინას ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი? (Does Ukraine have chemical or biological weapons?)

ვიქტორია ნულანდი: უკრაინას ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები აქვს. საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთის ჯარი, რუსეთის ძალები, შესაძლოა მასზე კონტროლის მოპოვებას ეცადონ. ამიტომ ჩვენ უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ თავიდან აიცილონ ნებისმიერი კვლევითი მასალის რუსეთის ძალების ხელში მოხვედრა (Ukraine has biological research facilities. Which, in fact, we are now quite concerned Russian troops, Russian forces, maybe seeking to, gain control of, so we are working with the Ukrainiahhhns on how they can prevent any of those research materials from falling into the hands of Russian forces should they approach).

მარკო რუბიო: დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით, რომ რუსული პროპაგანდისტული ჯგუფები უკვე ავრცელებენ ყველანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინეს უკრაინელების შეთქმულება ქვეყანაში ბიოლოგიური იარაღის გაშვების და NATO-სთან კოორდინაციის შესახებ. თუ მოხდა ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის ინციდენტი ან თავდასხმა უკრაინაში, გაქვთ რაიმე ეჭვი, რომ ამის უკან 100%-ით რუსები იქნებიან? (I'm sure you're aware that the Russian propaganda groups are already putting out there all kinds of information about how they've uncovered a plot by the Ukrainians to release biological weapons in the country and with NATO's coordination. If there's a biological or chemical weapon incident, or, or attack inside of Ukraine, is there any doubt in your mind that 100% it would be the Russians that would be behind it)

ვიქტორია ნულანდი: ეჭვი არ მეპარება, სენატორო, ეს არის კლასიკური რუსული ტექნიკა, რომ დაადანაშაულო სხვა იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავ (There is no doubt in my mind senator and it is classic Russian technique to blame on the other guy what they're planning to do themselves).

ამრიგად, ვიქტორია ნულანდს სხდომის განმავლობაში არ უთქვამს, რომ უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიებია, რომლებიც მასობრივი განადგურების ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებენ. პირიქით, მან განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები შესაძლოა რუსეთმა თავისი მომავალი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენოს, რადგან ეს მისი კლასიკური ტექნიკაა.

რაც შეეხება ბიოლაბორატორიულ დაწესებულებებს, რომლებზეც ნულანდი საუბრობდა, მათი არსებობა გასაიდუმლოებული არასდროს ყოფილა. ამდენად, მტკიცება, რომ ნულანდმა ლაბორატორიების არსებობა „აღიარა“ დეზინფორმაციაა. აღნიშნული ლაბორატორიების შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო აქამდეც.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

როგორც საქართველო, ასევე უკრაინა პირნათლად ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად, მათ შორის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წარმართვაზე კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მე-7 გადასახედი კონფერენციის ფარგლებში წევრ-სახელმწიფოების მიერ შემუშავდა გამჭვირვალობისა და ნდობის ამაღლების მექანიზმი, რომელიც გვევლინება ტრანსპარენტულობის ერთადერთ ინსტრუმენტად.

სწორედ ამ მექანიზმის ფარგლებში და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ვარჯიშს მოცემულ ობიექტზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოებისა და ბიო-ექსპერტებმა 20-მდე ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, თუმცა მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე, რაც ნათლად ცხადყოფს რუსეთის მოჩვენებით დაინტერესებას ლაბორატორიის ფუნქციონირებით.

იმავე წლის 4-7 დეკემბერს, გაერო-ს ჟენევის ოფისში გაიმართა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ საერთაშორისო ექსპერტთა დასკვნამ სრული მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
შეიარაღება
Forte dei Marmi
ნეონაცისტები
აღიარება
ბიოლოგიური იარაღი
ლიკა ხუციბერიძე
ლიკა ხუციბერიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა