• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფაშინიანის 2 მარტის განცხადება აზერბაიჯანულენოვან წყაროებში დამახინჯებული სათაურით ვრცელდება

ფაშინიანის 2 მარტის განცხადება აზერბაიჯანულენოვან წყაროებში დამახინჯებული სათაურით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

08/03/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის 2 მარტის სიტყვით გამოსვლის აზერბაიჯანული თარგმანი მანიპულაციურად ვრცელდება.

2 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებაზე (პარლამენტი) მთავრობასთან გამართულ კითხვა-პასუხის სხდომის დროს, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ოპოზიციური ფრაქციის „ჰაიასტანის“ ერთ-ერთი წევრის კომენტარს, რომ „ფაშინიანს არცახის 75 პროცენტი აზერბაიჯანისთვის აქვს გადაცემული“, შემდეგნაირად უპასუხა: „ოფიციალურად მოვითხოვ პარტია „ჰაიასტანის“ და „პატივ უნემ“-ის წევრებისგან, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია - საბოლოოდ სანასარია თუ გუბათლი… და ასე შემდეგ… თუ სანასარია, და არა გუბათლი, მაშინ 20 წლის მანძილზე, რატომ მსჯელობდნენ თქვენი ლიდერები ამ ტერიოტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემასთან დაკავშირებით?”

აღსანიშნავია, რომ „სანასარი“ არის კონკრეტული ტერიტორიის სომხურენოვანი სახელწოდება, ხოლო აზერბაიჯანისთვის ტერიტორია ცნობილია სახელით - „ქუბადლი“.

აზერბაიჯანულენოვან წყაროებში ფაშინიანის აღნიშნული გამოსვლა სომხურიდან აზერბაიჯანულ ენაზე მეტწილად სწორადაა ნათარგმნი, თუმცა მედიების მიერ გავრცელებული ვიდეოს სათაურში სიტყვები “Sanasar yoxsa Qubadlı?” („სანასარი თუ გუბადლი“) შეცვლილია სიტყვებით: „Sanasar yox, Qubadlı“ („არა სანასარი, არამედ გუბადლი“).

ფაშინიანის სიტყვების ამგვარი დამახინჯება Facebook-მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფაშინიანმა აღნიშნული ადგილი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა.

შესაბამისად, სათაურად გამოტანილი წინადადება პრემიერ-მინისტრის მიერ ნათქვამის კონტექსტს არ შეესაბამება. ამ ცრუ სათაურით აზერბაიჯანულ მედიებში ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა. ამასთან, ფაშინიანის სახეცვლილი ციტატა საქართველოში ერთ-ერთ ადგილობრივ აზერბაიჯანულენოვან გვერდზეც გავრცელდა.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აზერბაიჯანი
\"დასავლეთ ნილოსის\" ვირუსი
ტერიტორიები
Ermənistan
Azərbaycan
Ərazilər
შუქური ალიევი
შუქური ალიევი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა