• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ყალბი ამბავი: ხარკოვის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა უკრაინული რაკეტებით დაიბომბა

ყალბი ამბავი: ხარკოვის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა უკრაინული რაკეტებით დაიბომბა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/03/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 1 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იბომბება ხარკოვის თავისუფლების მოედანი. საკმაოდ ძლიერი აფეთქების შედეგად, როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა. მაშველებმა და მოხალისეებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

სოციალურ ქსელებში სწრაფადვე გავრცელდა რუსული პროპაგანდისტული განცხადებები, რომ 1 მარტს, ხარკოვის თავისუფლების მოედანი და სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა თავად უკრაინელებმა განზრახ დაბომბეს და რომ ეს უკრაინული შეიარაღებული ძალების „მორიგი პროვოკაციაა“. რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის თავისუფლების მოედანი უკრაინული „სმერჩის“  ტიპის სარაკეტო კომპლექსით დაიბომბა.

საინტერესოა, რომ გარდა აფეთქების შესახებ ყალბი ვერსიის გაჟღერებისა, ხარკოვის თავისუფლების მოედნის დაბომბვასთან დაკავშირებით, რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ამოიღო სამიზნეში.

 

როგორც ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, სარაკეტო თავდასხმა დილის 8 საათზე მოხდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანი დაიბომბა რუსეთის შეიარაღებაში არსებული კალიბრის კლასის საკრუიზო რაკეტით, რის შედეგადაც ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის მესამედიც განადგურდა. შეგახსენებთ, რომ კალიბრის საკრუიზო რაკეტების საბრძოლო რადიუსი დაახლოებით 2500 კმ-ია.

 

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხარკოვის თავისუფლების მოედანი და სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა რუსეთის ფედერაციის არსენალში მყოფი საკრუიზო რაკეტა „კალიბრით“ დაიბომბა, დამოუკიდებელი ანალიტიკოსებიც ადასტურებენ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს რაკეტის კონტურები, რაც სრულად შეესაბამება კალიბრის რაკეტის ვიზუალს, როგორც ფორმით, ასევე ფრთების განლაგებით.

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა ხარკოვზე და განსაკუთრებით მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიურ დარტყმებს ახორციელებენ. 28 თებერვალს, კონფლიქტის დაზვერვის მოხალისეთა ჯგუფმა, რომელიც  სამხედრო კონფლიქტებს იძიებს, განაცხადა: „რუსული ავიაცია ბომბავს ხარკოვს და მის შემოგარენს - შესაძლოა უმართავი ბომბებით. ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად". კიდევ ერთი  ორგანიზაცია Bellingcat წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვის საცხოვრებელი უბნების დასაბომბად კასეტურ საბრძოლო მასალას მასიურად იყენებენ. ასეთი ტიპის იარაღი იფანტება და ფეთქდება დიდ ტერიტორიაზე, რაც  ზარალს და მსხვერპლს ზრდის. კასეტური საბრძოლო მასალები წარმოადგენს „დაუყოვნებელ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის დროს".

ჯერ კიდევ 25 თებერვლის პრესრელიზში Amnesty International-მა რუსეთი „სამოქალაქო ტერიტორიებსა და დაცულ ადგილებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, განურჩეველ თავდასხმებში" დაადანაშაულა. განცხადებაში მოყვანილია სამი მაგალითი, მათ შორის 24 თებერვალს თავდასხმა საავადმყოფოს შენობის სიახლოვეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. Amnesty International-ის თანახმად, რუსეთის თავდასხმები მოიცავს შესაძლო „ომის დანაშაულებს“.

28 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები იტყობინებოდა, რომ ღია შემოჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების არასამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 113 ისკანდერისა და კალიბრის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სახმელეთო და საზღვაო ტაქტიკური რაკეტები  გაისროლა. 

სტატია მომზადებულია უკრაინული გამოცემა Vox Ukraine-ზე მასალაზე დაყრდნობით

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხარკოვი
დონბასი
Forte dei Marmi
შეიარაღება
ნეონაცისტები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა