• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს თვეები ცდილობდა, მაგრამ ზელენსკი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა

დეზინფორმაცია: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებს თვეები ცდილობდა, მაგრამ ზელენსკი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/03/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 25 თებერვალს Facebook-გვერდმა „სარკაზმელები“ გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი აღწერით: „აი, რას ნიშნავს, როცა კავეენშიკი გყავს პრეზიდენტად... თვეებია ელაპარაკებიან და ეს იდიოტი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა :))“. აღნიშნული ტექსტი მიემართება ზელენსკის განცხადებას, რომ „ადრე თუ გვიან, რუსეთს“ უკრაინასთან „ლაპარაკი მოუწევს“:

აღნიშნული პოსტი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ხასიათისაა და მასში მცდარი ფაქტია მოცემული:

რუსეთი უკრაინასთან თვეების განმავლობაში მოლაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ ზელენსკი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა („თვეებია ელაპარაკებიან და ეს იდიოტი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა“).

რეალურად, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვას არ ცდილობდა. უკრაინაზე რეალური საბაბის გარეშე სრულმასშტაბიან თავდასხმამდე, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 200 ათასამდე ჯარისკაცი განალაგა და „სამხედრო-ტექნიკური“ საშუალებების გამოყენებით იმუქრებოდა, რაც ძალის გამოყენებით მუქარად შეიძლება შეფასდეს. ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. 

პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რუსეთმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებდა, თუმცა ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა. პუტინს მოლაპარაკებების გზა არ აურჩევია.

„სარკაზმელების“ მტკიცების საპირისპიროდ, კრიზისის განმავლობაში, ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა და მოლაპარაკება არაერთხელ შესთავაზა - პირველად 2021 წლის აპრილში; შემდეგ 2022 წლის იანვარში ზელენსკი პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდა, თუმცა არა სოჭში; ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასაც შესთავაზა; მაგრამ რუსული მხარე ზელენსკის მოწოდებებს შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ არ დათანხმებულა. 

უკრაინის საკითხის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აშშ-ის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და ა.შ., წარმომადგენლებმა (სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე) გამართეს, თუმცა უშედეგოდ - საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა მაინც განახორციელა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ზელენსკისთან რუსული მხარე მოლაპარაკებებს ცდილობდა, რის სანაცვლოდაც ზელენსკი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდა, ყალბი ამბავი და დეზინფორმაციაა. 

ასევე ზელენსკის რუსეთზე ან დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის მუქარას არ განუხორციელებია. იგი მხოლოდ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის მიერ თავდაცვის შესახებ საუბრობდა, რაც გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებულ თავის დაცვის უფლებას წარმოადგენს, და ამ კონტექსტში აცხადებდა, რომ დიდი რისკი იქნებოდა ყველასთვის, ვინც მათი ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდებოდა.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Forte dei Marmi
შეიარაღება
Z
მოლაპარაკებები
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა