• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვრცელდება სურათი, რომელზეც თითქოს NATO-ს მაღალჩინოსნები არიან გამოსახული

სოციალურ ქსელში ვრცელდება სურათი, რომელზეც თითქოს NATO-ს მაღალჩინოსნები არიან გამოსახული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანტიდასავლური პროპაგანდის წყარომ tvm.ge გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ეს პიდარასტები არიან ნატოს მაღალჩინოსნები“, ხოლო სტატიის ტექსტში ვკითხულობთ: „ეს პიდარასტები არიან ნატოს მაღალჩინოსნები. ეს არის ჩვენი 30 წლიანი არჩევანი? არა ეს არარის ქართველი კრებსითი ერის არჩევანი. ეს არის ლიბერასტი პიდარასტების არჩევანი, რასაც მრავალი წელია თავს გვახვევენ.“ [1] სტატიას თან შემდეგი სურათი ერთვის:

 

რეალურად, მოცემულ სურათზე NATO-ს მაღალჩინოსნები არ არიან გამოსახულნი. სურათი 2014 წელს ვაშინგტონში „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების გაერთიანების“ (American Civil Liberties Union – ACLU) - შენობაში ACLU-სა და სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ ანალიტიკურ ორგანიზაცია Palm Center-ის მიერ გამართულ კონფერენციაზეა გადაღებული, რომელიც არმიებში ტრანსგენდერების საკითხი განიხილებოდა. სურათზე მოდერატორი, Palm Center-ის წარმომადგენელი აარონ ბელკინი (Aaron Belkin) შეკითხვას უსვამს ტრანსგენდერ ჯარისკაცებს შვედეთის არმიის მაიორ ალექსანდრა ლარსონს (Alexandra Larson), ახალი ზელანდიის სერჟანტ ლუსი ჯორდანს (Lucy Jordan), ავსტრალიის არმიის მაიორ დონა ჰარდინგს (Donna Harding) და კანადის არმიის კაპრალ ნატალი მიურეის (Natalie Murray). ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შვედეთი, ახალი ზელანდია და ავსტრალია NATO-ს წევრები საერთოდ არ არიან, ხოლო კანადის არმიის წარმომადგენელი ნატალი მიურეი კანადის არმიაში მსახურობს კაპრალის პოზიციაზე (სპეციალიზაცია საჰაერო ნავიგაციის მიმართულებით) და NATO-ს მაღალჩინოსანს არ წარმოადგენს. ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების ქვეყნებში - კანადაში, შვედეთში, ავსტრალიასა და  ახალ ზელანდიაში - ტრანსგენდერების არმიაში მსახურება კანონით დაშვებულია.

რაც შეეხება NATO-ში ინტეგრაციისადმი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, 2008 წლის 5 იანვარს საქართველოში ჩატარებული პლებისციტში, სადაც დასმული იყო კითხვა „უჭერთ, თუ - არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?, მომხრე 77% იყო. მას შემდეგ ჩატარებული ყველა ავტორიტეტული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ სტაბილურად NATO-ში ინტეგრაციის მომხრეა.

Tvm.ge-ის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] შენიშვნა: tvm.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მოცემულია უცვლელი სახით. „ფაქტ-მეტრი“ ჰომოფობიურ სიტყვებს ემიჯნება.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა