• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფლუკლოქსაცილინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს

დეზინფორმაცია: ფლუკლოქსაცილინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანტიბიოტიკ ფლუკლოქსაცილინის შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი ვრცელდება. პოსტში მოცემულია ვიდეომასალა, სადაც პირი ანტიბიოტიკ ფლუკლოქსაცილინის კაფსულს  მაკრატლით ჭრის და კაფსულის გარსს ცხელი წყლით სავსე მინის ჭიქაში ათავსებს. კაფსულის გარსი წყალში იხსნება და მინასთან მაგნიტის მიახლოების შედეგად მიიზიდება. აღნიშნული ვიდეოს საფუძველზე ავტორი ამტკიცებს, რომ ფლუკლოქსაცილინი სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებეს, მათ შორის გრაფენის ოქსიდს შეიცავს. Facebook-პოსტის ავტორი კი ამტკიცებს, რომ ანტიბიოტიკების კაფსულების შიგნით გრაფენის ოქსიდია მოთავსებული, შესაბამისად, ეს პრეპარატები კი არ კურნავს, არამედ აავადებს ადამიანებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას უმოკლებს.

ფლუკლოქსაცილინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კანისა და ჭრილობის ინფექციების, ძვლის ინფექციის (ოსტეომიელიტის), ყურის ინფექციის დროს გამოიყენება. ანტიბიოტიკი ძირითადად კაფსულის ან სითხის სახით არის წარმოდგენილი. გაერთიანებული სამეფოს The Human Medicines Regulations 2012 მწარმოებლებს ავალდებულებს, რომ მედიკამენტში შემავალი ყველა ინგრედიენტი შეფუთვაზე იყოს დატანილი. შესაბამისად, ფლუკლოქსაცილინის შემადგენელი ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ანტიბიოტიკის კაფსულის შავი ფერის გარსი, რომელზეც ვიდეოშია საუბარი, რკინის ოქსიდს (E172) შეიცავს. რკინის ოქსიდი ანტიბიოტიკში კაფსულის გარსისთვის ფერის მისაცემად გამოიყენება და მაგნიტური თვისებები გააჩნია. სწორედ ამის გამო წყალში გახსნილი კაფსულის გარსი მაგნიტით მიიზიდება. 

სტრათკლაიდის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის პრიფესორმა ჰანა ბატჩელორმა reuters-სთან განმარტა: „რკინის ოქსიდი მედიკამენტებში გამოიყენება როგორც შეფერვის საშუალება, რაც მედიკამენტების ვიზუალურ გარჩევადობას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, რკინის ოქსიდი სინათლის სხივებისთვის გაუვალ ზედაპირს ქმნის, ეს კი კაფსულის შიგნით მოთავსებულ წამალს სტაბილურობას უნარჩუნებს.“ ბატჩელორის თანახმად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების რეგულაციები ევროპასა და აშშ-ში მოქმედ რეგულაციებს შეესაბამება და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მოცემულ მედიკამენტში შემავალი ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

რკინის ოქსიდი სამკურნალო საშუალებების გარდა საკვებში, კოსმეტიკასა და ფარმაცევტულ ინდუსტრიაშიც გამოიყენება, ბუნებრივია, შესაბამისი დოზირებით. 

რაც შეეხება პოსტში აღნიშნულ გრაფენის ოქსიდს, ანტიბიოტიკი ფლუკლოქსაცილინი მოცემულ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს. გრაფენი არის ნანომასალა (ნაერთი, რომელიც შედგება მცირე ნაწილაკებისგან), რომელსაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. საგულისხმოა, რომ გრაფენის ოქსიდის შესახებ მანიპულაციურ ან დეზინფორმაციულ პოსტებს სხვა Facebook-მომხმარებლებიც აქტიურად ავრცელებდნენ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „ ფაქტ-მეტრის“ სტატია.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა