• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფაიზერის ვაქცინის გამომგონებელი უსაფრთხოების მიზეზების გამო ვაქცინაციაზე უარს ამბობს

დეზინფორმაცია: ფაიზერის ვაქცინის გამომგონებელი უსაფრთხოების მიზეზების გამო ვაქცინაციაზე უარს ამბობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში სხვადასხვა Facebook-მომხმარებლის, გვერდის თუ ჯგუფის მიერ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც Pfizer-ის ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელის, დოქტორი უღურ შაჰინის ინტერვიუა მოცემული (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). ვიდეოზე დაყრდნობით, პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით Pfizer-ის ვაქცინით, თავად მისი შემქმნელიც კი არ იცრება. რეალურად, პოსტებში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და Pfizer-ის ვაქცინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

კონკრეტული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, რის გამოც ფაქტების საერთაშორისო გადამოწმების სხვადასხვა პლატფორმის (Reuters, DW Fact check, USA today, AP Fact check, Snopes და სხვ.) ყურადღება მიიპყრო. ყველა პლატფორმის მიერ პოსტებში გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს დოქტორი შაჰინი აცრაზე უარს ვაქცინის უსაფრთხოების გამო აცხადებს, შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი. 

სინამდვილეში, Facebook-სივრცეში გავრცელებული ვიდეო 2020 წლის 22 დეკემბრით თარიღდება, რომელიც ვაქცინაციის დაწყების ადრეულ ეტაპზე გერმანიაშია ჩაწერილი. უღურ შაჰინი იმ დროისთვის გათვალისწინებული ვაქცინაციის გეგმით არ შედიოდა იმ პირთა შორის, რომელთა ვაქცინაციაც პრიორიტეტული იყო, რასაც ვიდეოში თავადვე განმარტავს. აღსანიშნავია, რომ შაჰინი ვიდეოში არსად ამბობს, რომ ვაქცინას უსაფრთხოების გამო არ იკეთებს.

რეალურად, ვიდეო Deutsche Welle-ს მიერ ჩაწერილი ინტერვიუდანაა, რომელშიც ჟურნალისტი დოქტორ შაჰინს ევროკავშირში Pfizer-ის ვაქცინის ავტორიზაციას ულოცავს და შემდგომ ეკითხება, თავად დოქტორი თუ არის ვაქცინირებული. ამ კითხვაზე კი დოქტორის პასუხი იყო შემდეგნაირი: „ამ დროისთვის, ვაქცინის მიღების სამართლებრივი უფლება არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, გვინდა რომ ეს შესაძლებელი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლები და პარტნიორები იყვნენ ვაქცინირებულები. ჩვენი მიზანია 2021 წლისთვის 1.3 მილიარდი დოზა ვაწარმოოთ და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მუშაობას 24/7-ზე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გავაგრძელებთ. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ვიცავთ ჩვენს თანამშრომლებს და გუნდის წევრებს COVID-19-ის ინფექციისგან, რადგან მათი დაინფიცირება ნიშნავს შეფერხებას, დროის გაწელვას და ვაქცინის დოზების დაკარგვას....”. 

ამდენად, დოქტორი შაჰინის ინტერვიუ ნამდვილია, თუმცა კონტექსტის გარეშე ვრცელდება, უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ინტერვიუში არსად უხსენებია, რომ ვაქცინაციაზე უარს უსაფრთხოების მიზეზების გამო ამბობს. ინტერვიუს დროს, დოქტორი შაჰინი 55 წლის იყო, რაც მას გერმანიის ჯანმრთელობის სამინისტროს მითითებების საფუძველზე შექმნილი ვაქცინაციის მიმღებთა პრიორიტეტული ჯგუფებიდან გამორიცხავდა. ვაქცინაციის პროცესი ვაქცინების დოზების ლიმიტირებულების გამო სამ სხვადასხვა პრიორიტეტულ ჯგუფში მიმდინარეობდა, ამასთან პირველ ჯგუფში 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირები, პერსონალი და კორონავირუსით დაავადებულებზე მზრუნველი ინფიცირების მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პერსონალი შედიოდა. 

ამ დროისთვის, პროფესორი შაჰინი უკვე სრულად ვაქცინირებულია და დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზითაც არის აცრილი. როგორც Reuter-ს Pfizer/BioNTech-დან ელექტრონული ფოსტით უპასუხეს - „უღურ შაჰინმა ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ბუსტერ დოზაც გაიკეთა“. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
pfizer
პოლ დანქენი
უსაფრთხოება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა