სოციალურ ქსელში პაატა გამყრელიძის მორიგი ყალბი ციტატები გავრცელდა. ინდივიდუალური Facebook-მომხმარებლები და გვერდები ავრცელებენ ამირან გამყრელიძის ფოტოს შემდეგი ციტატებით: - „თუ ქმარი აიცრა და ცოლი უარს აცხადებს ვაქცინაციაზე, ქმარს უფლება აქვს სხვა აცრილ ქალთან წავიდეს!“ ა.გამყრელიძე; -„არავაქცინირებულ მევალეს შეგიძლიათ ვალი არ დაუბრუნოთ“. პოსტებს Facebook-ზე დიდი გამოხმაურება აქვს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს არავაქცინირებული მოქალაქეების შესახებ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა სატირული შინაარსისაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი ცისარტყელა ¤ The Rainbow ამირან გამყრელიძის სხვა გაყალბებულ სატირული შინაარსის ციტატებს აქტიურად ავრცელებს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.