სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ციტატები ვრცელდება. Facebook-გვერდებმა „ცისარტყელა ¤ The Rainbow“ და „თიკი გელაშვილის ბლოგი“, 4 აგვისტოს ამირან გამყრელიძის ფოტო შემდეგი ციტატით გაავრცელეს: „დაიცავით დისტანცია ცოლ ქმარმა მესენჯერით ეკონტაქტეთ ერთმანეთს!“ - ამირან გამყრელიძე. (წყარო 1; წყარო 2). ორივე პოსტს Facebook-ზე მომხმარებლების ათასობით რეაქცია და ასობით გაზიარება აქვს.

„ფაქტ-მეტრმა“ ციტატის რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. საჯაროდ ხელმისაწვდომ/ღია წყაროებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მსგავსი ციტატა, ან კომენტარი - ცოლ-ქმრის მიერ დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ, არ იძებნება. დგინდება, რომ ამირან გამყრელიძეს ზემოთ ხსენებული განცხადება ცოლ-ქმარს შორის დისტანციის დაცვისა და მესენჯერით კონტაქტის შესახებ, არ გაუკეთებია.

Facebook გვერდი „საინტერესო ციტატები“ ამირან გამყრელიძის სხვა გაყალბებულ ციტატებს ასევე აქტიურად ავრცელებს. გვერდზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის რამდენიმე გაყალბებული ციტატა, მათ შორის, პირბადეებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ, გამოქვეყნდა.

ყველა ზემოთ ხსენებული პოსტი სატირული შინაარსის მატარებელია და სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი