• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ალუდა ღუდუშაურის შერჩევითი მიდგომა პირბადესთან დაკავშირებით

ალუდა ღუდუშაურის შერჩევითი მიდგომა პირბადესთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა რუსთავის საარჩევნო უბანთან ყოფნისას „ტვ პირველის“ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდა

30/10/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

პარლამენტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა რუსთავის საარჩევნო უბანთან  ყოფნისას „ტვ პირველის“ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდა: „თქვენც გირჩევთ, გაიკეთოთ პირბადე“. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელ კანონში წერია ან ვინ დაადგინა ღია სივრცეში პირბადის ტარება, ზუსტი პასუხი ვერ გასცა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთან დეპუტატის საუბრისას უკანა ფონზე რამდენიმე პიროვნება ჩანს, რომელსაც პირბადე ასევე არ უკეთია, ცოტა ხნით კადრში შემოდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, რომელსაც თავიდან პირბადე უკეთია, რამდენიმე ხნის შემდეგ რამდენიმე წუთით პირბადეს იხსნის და მერე ისევ იკეთებს. დეპუტატი ალუდა ღუდუშაური არც მის უკან მდგომ პირებს და არც ირაკლი ზარქუას პირბადის გაკეთებისკენ არ მოუწოდებს, რაც საკითხისადმი შერჩევითი მიდგომაა. 

რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს და ჟურნალისტსაც შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 17 აგვისტოდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მანამდე, ერთი კვირით ადრე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

თეგები:
პირბადის ტარება
ალუდა ღუდუშაური
ხატია დეკანოიძე
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა