• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ზაზა დიასამიძე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 20-მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის, ათი ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის აშენებული

ზაზა დიასამიძე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 20-მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის, ათი ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის აშენებული

ზაზა დიასამიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

25/10/2021
მეტწილად სიმართლე
განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
Facebook Linkedin Twitter Print

ზაზა დიასამიძე: „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 20-მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის, ათი [საბავშვო ბაღი] ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის აშენებული.“

ვერდიქტი: ზაზა დიასამიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

მიშა ბოლქვაძე: „ოცი საბავშვო ბაღი მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუტოვა. რამდენიმე შემატეს და ისე ნუ წარმოაჩენენ, თითქოს [ნაციონალურ მოძრაობას] არაფერი არ გაუკეთებია.“

ვერდიქტი: მიშა ბოლქვაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თვრამეტი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. აქედან ათი საბავშვო ბაღი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში. დანარჩენი რვა დაწესებულებიდან, ოთხი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს ფუნქციონირებდა. ორი დაწესებულება 2013 წელს გაიხსნა, თუმცა მათი მოწყობა წინა ხელისუფლების პირობებში დაიგეგმა და დაიწყო, ხოლო ერთი საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 1972 წელს აგებულ შენობაში ფუნქციონირებს.

ანალიზი: 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ზაზა დიასამიძემ განაცხადა: „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 20-მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მათ შორის, ათი [საბავშვო ბაღი] ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის აშენებული“.

ოპონენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ უპასუხა: „ოცი საბავშვო ბაღი მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუტოვა. რამდენიმე შემატეს და ისე ნუ წარმოაჩენენ, თითქოს [ნაციონალურ მოძრაობას] არაფერი არ გაუკეთებია.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა. ჩვენ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან წერილობით გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ თვრამეტი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. (დანართი 1) აქედან ათი ბაღი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აშენდა, ხოლო დანარჩენი რვა 2009-2012 წლებში უკვე ფუნქციონირებდა. ორი საბავშვო ბაღი კი 2013 წელს გაიხსნა, თუმცა მათი მოწყობისთვის ხარჯი 2012 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამდენიმე ბაღი სკოლის შენობაში იყო განთავსებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად (დამტკიცებულია წინა ხელისუფლების პირობებში), 2012 წელს გათვალისწინებულია ახალშენის ცენტრსა და ქვედა ახალშენის საშუალო სკოლის შენობაში საბავშვო ბაღის მოწყობა, რისთვისაც 71 831 ლარია გათვალისწინებული. ასევე ორთაბათუმის საშუალო სკოლის ფართში საბავშვო ბაღის მოსაწყობად გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის განთავსება და ამ მიზნით გამოყოფილია 56 500 ლარი 2012 წლის და 6 000 ლარი - 2013 წლის ბიუჯეტში. იმავე წლებში, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა 256 364 ლარი და 61 365 ლარი გაითვალისწინა. ამ თანხით სოფელ ჭარნალში მდებარე კლუბის შენობაში საბავშვო ბაგა-ბაღის მოწყობა გადაწყდა.

ცხრილი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები და აღსაზრდელების რაოდენობა

წყარო: ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“

ამ ეტაპზე, „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ჯამში, 2 092 აღსაზრდელია. 351 ბავშვი კი რეგისტრირებულია და ადგილს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ორთაბათუმის საბავშვო ბაღი, რომელიც 2019 წელს ახალ შენობაში გადავიდა და 219 აღსაზრდელს ემსახურება, 2013 წელს დაარსდა და თავდაპირველად 160 აღსაზრდელზე იყო გათვლილი. 2009 წელს - კაპიტალური, ხოლო 2016 წელს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა თხილნარის საბავშვო ბაღს.

ყველაზე ხანგრძლივად სალიბაურის საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ის 1972 წელს გაიხსნა და 2011 წლიდან ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ სტრუქტურული ქვედანაყოფია. ასევე რამდენიმე საბავშვო ბაღი, კერძოდ, ზედა ახალშენის და ქვედა ახალშენის საბავშვო ბაღები დღემდე სკოლის შენობების პირველ სართულზე ფუნქციონირებს. ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორმა ნატო შერვაშიძემ გვითხრა, რომ უკვე შენდება ახალი შენობა, რომელშიც ამ ბაღებს გადაიყვანენ. ამ დრომდე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული ერგეს საბავშვო ბაღიც, რომლისთვისაც ახალი შენობის აშენება მომავალ წელს იგეგმება.

თეგები:
მაუწყებლების შემოსავლების გაუმჭვირვალობა
2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნები
კონცეფცია
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა