• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ჰქონდა, თუ - არა ნიკა მელიას „ჩრდილოვანი“ კაბინეტის დაკომპლექტების უფლება

ჰქონდა, თუ - არა ნიკა მელიას „ჩრდილოვანი“ კაბინეტის დაკომპლექტების უფლება

20 ოქტომბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური კაბინეტი და თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა

22/10/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

20 ოქტომბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური კაბინეტი და თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა. ნიკა მელიას მიერ მერის მოადგილეების და მერიის სამსახურის უფროსების დასახლებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რისი უფლება ჰქონდა და რისი - არა ნიკა მელიას და სინამდვილეში, რა პროცედურებს ითვალისწინებს თბილისის მთავრობის დამტკიცება, ქვემოთ გაგაცნობთ.

მერიის თანამდებობის პირების არჩევის და დამტკიცების პროცედურებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრავს.

კოდექსის მიხედვით, თბილისის მერია არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას უზრუნველყოფს.

თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა (რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს) არ ვრცელდება (კარი III, თავი IX, მუხლი 72).

თბილისის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო - თბილისის მერი - არის თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი. თბილისის მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. თბილისის მერის არჩევის წესი საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განისაზღვრება.

თბილისის მთავრობა თბილისის მერის, მისი პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მოადგილეების, თბილისის მერის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან (გარდა თბილისის მერიის სისტემაში შემავალი, კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა) და თბილისის რაიონების გამგებლებისგან შედგება.

თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე თბილისის მერი ნიშნავს. თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს თბილისის მერი წყვეტს.

თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთმა მესამედმა, უნდა გამოხატოს. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, თბილისის მერი უფლებამოსილია, იგივე ან ახალი კანდიდატურა 10 დღის ვადაში წარადგინოს. თუ თბილისის საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, თბილისის მერი უფლებამოსილია, თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს სამი თვის ვადით დანიშნოს. თუ საკრებულომ თბილისის მერს კვლავ არ მისცა თანხმობა მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების დანიშვნაზე, თბილისის მერი ვალდებულია მომდევნო სამი თვის ვადაში თბილისის საკრებულოს თბილისის მერის პირველი მოადგილის და მოადგილეები ახალი კანდიდატურა წარუდგინოს. თბილისის საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირების დანიშვნა, რომელნიც თბილისის მერის პირველი მოადგილის/ მოადგილეების მოვალეობას ერთხელ უკვე ასრულებდნენ (მუხლი 76).

თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე თბილისის მერი ნიშნავს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს თბილისის მერი წყვეტს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე (მუხლი 77).

თბილისის მთავრობას - მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას) (59-ე მუხლი) უწყდებათ. აღნიშნული ნორმა მხოლოდ თბილისის შემთხვევაში მოქმედებს, სხვა მუნიციპალიტეტებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები საჯარო მოხელეები არიან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (მუხლი 60), მათ უფლებამოსილება ახალი მერის/გამგებლის არჩევისას აღარ უწყდებათ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

როგორც კანონმდებლობით ირკვევა, თბილისის მერის მოადგილეებს, გამგებლებს და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს თბილისის მერი ნიშნავს, თუმცა მას ამისთვის საკრებულოს უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. ახალი მერის უფლებამოსილების დაწყებისას წინამორბედი მერის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს უფლებამოსილება უწყდებათ. შესაბამისად, ნიკა მელიას მიერ მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დასახელება არ ნიშნავს იმას, რომ მელია მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქის წინა მთავრობას სახლში გაუშვებს - კანონმდებლობით, მათ უფლებამოსილება ისედაც შეუწყდებათ. მერად არჩევის შემთხვევაში, ნიკა მელიამ თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები უნდა დაასახელოს, თუმცა მათ თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თანხმობაა საჭირო. საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მას მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა სამი თვის ვადით შეუძლია.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ 28 წარმომადგენელი იქნება, ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 21 დეპუტატი ეყოლებათ (ერთი მაჟორიტარის ვინაობა მეორე ტურის შედეგად გაირკვევა). აქედან გამომდინარე, დედაქალაქი მთავრობის დამტკიცება, ნიკა მელიას მერად არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

თეგები:
ნიკა მელია
კოალიციური კაბინეტი
ხატია დეკანოიძე
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა