• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით

სწრაფი ეკონომიკური ზრდა, განვითარების და სიღარიბის შემცირებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პანდემიური კრიზისის კონტექსტში, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემცირება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

18/10/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე განვითარებად ქვეყნებს საჭიროებისამებრ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები თუ რეკომენდაციები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში რელევანტური და ხშირად ციტირებადია. შესაბამისად, განსაკუთრებით „ფაქტ-მეტრისთვის“ რელევანტურია ორგანიზაციის შეფასება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, განვითარების და სიღარიბის შემცირებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პანდემიური კრიზისის კონტექსტში, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის შემცირება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.  2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა. 2020 წლის, ანუ პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა. აღნიშნულ კონტექსტში, საინტერესოა ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის (WEO) მონაცემთა ბაზა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ქვეყნდება. 12 ოქტომბრის მონაცემებით, ორგანიზაცია ვარაუდობს რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სსფ-ს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 3.5% იყო, თუმცა 2020 წელთან შედარებით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აღდგენის დინამიკა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მკვეთრი გაუმჯობესების საფუძველი გახდა. 2021 წლისთვის, სსფ-ს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის საბაზისო პროგნოზს ემთხვევა.

2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც მეზობელ ქვეყნებში სომხეთის შემდგომ ყველაზე დიდი კლება იყო. თუ 2021 წელს სსფ-ს პროგნოზირებული ზრდა დაფიქსირდა, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 1%-ით აღდგება, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის, აღდგენის კუთხით საქართველოს - თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე მოაქცევს. თუმცა, მეორე მხრივ, 2021-2026 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის 5.8% იანი პროგნოზით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო დინამიკა სსფ-ის მიხედვით, საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიო ბანკის ნუსხაში შეყვანილი 195 ქვეყანას შორის - მე-18, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის აღდგენის კუთხით კი  69-ე ადგილს იკავებს. თუმცა, მეორე მხრივ, 2021-2026 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო 24-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ როგორც რეგიონში [1], ასევე ზოგადად, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის აღდგენის პროგნოზით საქართველო პირველ ადგილს იკავებს, რაც ბუნებრივია გარკვეულწილად, დამაიმედებელ დინამიკაზე მიუთითებს, კერძოდ კი, საქართველო აქვს უკეთესი პროგნოზები როგორც შედარებით მსგავსი, ასევე შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, რაც გარკვეულწილად, საბაზო ეფექტით გამოწვეულ უპირატესობას გამორიცხავს. მაგრამ მეორე მხრივ, საშუალოდ 5.8%-იანი ზრდა, საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის მცირეა და აღნიშნული ტემპით, სიღარიბის შემცირების და სწრაფი განვითარების მიზნების მიღწევა გართულდება. ასევე, პანდემიურ და პოსტპანდემიურ ვითარებაში, გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე დროში არსებითად იცვლება. ხშირად ფაქტობრივი მონაცემები პროგნოზებს არ ემთხვევა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, სსფ-ს შეფასებით საქართველოს შემთხვევაში კეთილსაიმედო საპროგნოზო ვითარება იკვეთება, პროგნოზებზე დაყრდნობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე მსჯელობა ნაადრევია.

[1]  მათ შორის მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპის რეგიონში, რომელშიც 24 ქვეყანა შედის

თეგები:
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
სურსათის ფასები
ეკონომიკური ზრდა
ვახტანგ დემურია
ვახტანგ დემურია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა