იტვირთება

ქართულ Facebook-სივრცეში მორიგი ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ფათიჰ ერბაქანის მტკიცებებს ეფუძნება, COVID-19-ის საწინააღმდეგო რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინები ადამიანების გენების მუტაციას იწვევს, ხოლო შედეგად ახალშობილები თანდაყოლილი ანომალიებით იბადებიან.

მტკიცება იმის შესახებ, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის, თურქეთის „ახალი კეთილდღეობის პარტიის“ ლიდერმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. აღნიშნული ვაქცინების უარყოფითი შედეგების სადემონსტრაციოდ კი თურქმა პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე ახალშობილების სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც თითქოს, აღნიშნული ვაქცინების გამოყენების შედეგად დნმ-ის დაზიანებით გამოწვეული სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიის მქონე ბავშვები იყო გამოსახული. ფათიჰ ერბაქანის მტკიცებით, ფოტოზე ნაჩვენებ ერთ-ერთ ახალშობილს კუდი აქვს, ერთს ზედმეტი კიდური, ხოლო მესამე სურათზე გამოსახული ბავშვის სხეული კი ხშირი თმითაა დაფარული, ყველაფერი ეს კი, თითქოს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბრალია.

იხ. ფოტოსურათი: ახალშობილი კუდით

იხ. ფოტოსურათი: ახალშობილი ზედმეტი კიდურით

იხ. ფოტოსურათი: ახალშობილი ხშირი თმით

აღნიშნულ საკითხს თურქული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Teyit-იც გამოეხმაურა და ფათიჰ ერბაქანის მტკიცებების გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მის მიერ გამოყენებულ ფოტომასალას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან კავშირი საერთოდ არ გააჩნია. ამასთან, მტკიცება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის, ვაქცინებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დეზინფორმაციაა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

თურქი პოლიტიკოსის მიერ გამოყენებულ ფოტოზე, რომელზეც ახალშობილი კუდითაა გამოსახული, პროგრამულად დამუშავებულია, ინტერნეტში პანდემიამდე მრავალი წლით ადრე გამოჩნდა და ის ვებგვერდ Science Photo Library-ის ფოტოგრაფს, ლარი დანსტანს ეკუთვნის. ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოსურათი კორონავირუსის პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთანაა დაკავშირებული, აბსურდია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებს კუდი, დაახლოებით, 25 მილიონი წლის წინ გაუქრათ, ხოლო იმის მტკიცებულება, რომ მშობლების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამ შეიძლება მათი შვილების კუდით დაბადება გამოიწვიოს, არ არსებობს.

იხ. ფოტოსურათი

ერბაქანის მიერ გამოყენებულ ის სურათი, რომელზეც ზედმეტი რაოდენობის კიდურების მქონე ახალშობილია გამოსახული, სინამდვილეში, 2016 წელს India.com-მა გაავრცელა. გამოცემის მიხედვით, სურათი ინდოეთში დაბადებულ სიამის ტყუპებს ეკუთვნით. შესაბამისად, ფოტოსურათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგებთან დაკავშირებული არაა.

იხ. ფოტოსურათი

აღნიშნული იშვიათი მოვლენა, ისტორიულად ცნობილია და კორონავირუსის პანდემიასთან და ვაქცინებთან მისი კავშირი არ დასტურებდა.

და ბოლოს, სხეულზე უჩვეულოდ ხშირი თმის მქონე ახალშობილის სურათი, რომელსაც ფათიჰ ერბაქანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეზულტატად წარმოაჩენდა, სინამდვილეში, ინდოეთში 2013 წელს დაბადებულ „მაქციის სინდრომის“ მქონე ბავშვს ასახავს.

ამდენად, წარმოდგენილ ფოტოსურათებს კორონავირუსის პანდემიასთან და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან კავშირი არ აქვთ, ხოლო ვაქცინების მიერ ადამიანის დნმ-ის ცვლილების შესახებ ცნობები დეზინფორმაციაა.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი