• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში „მიხეილ უკრაინოლოგი“ მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში „მიხეილ უკრაინოლოგი“ მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

ვერდიქტი: მანიპულაცია

07/10/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

6 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „მიხეილ უკრაინოლოგი“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მსახიობ ნატა გულიაშვილის ფოტოს თან ერთვის წარწერა - „ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე - ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას შეუერთდა #fortunage” და გვერდის აღწერა „დროული იყო“ (იხ. ფოტო). 

Facebook-გვერდის მიერ თანდართული აღწერა და ფოტო-მასალა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ნატა გულიაშვილმა ეს განცხადება ახლახან გააკეთა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და საარჩევნო პერიოდში შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

2019 წელს თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალი“ დააფუძნა, რომლის გუნდის წევრებიც (მათ შორის: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია,  მარი საველიძე) ყრილობაზე 2019 წლის 10 მარტს წარადგინა. ყრილობას  მსახიობი ნატა გულიაშვილიც დაესწრო, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლა უსამართლობასთან საბრძოლველად გადაწყვიტა. „ეროვნული მოძრაობა იქნება და ძალიან მომწონს. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად, ამის მჯერა. ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. უსამართლობას ვებრძვი და ეს არის მიზეზი. მე რა კუთხით ვიმუშავებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ“, - განაცხადა ნატა გულიაშვილმა. 

ნატა გულიაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც თაკო ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა: „მსახიობ ნატა გულიაშვილის გამო მირეკავენ, (ზოგადად ამ ადამიანის საწინააღმდეგო არავის, არაფერი გვაქვს, მითუმეტეს მე) უბრალოდ გეტყვით, რომ ნატა, ჩვენი გუნდის წევრი არ არის, ის გუნდის წევრი არ არის, გუნდი წარმოვადგინეთ ყრილობაზე, პარტიაში გაწევრიანების უფლება კი ყველა მოქალაქეს აქვს, კონსტიტუციური უფლებაა. რატომ ლანძღავს ზოგიერთი ამ ადამიანს - გაუგებარია“.

შესაბამისად, „მიხეილ უკრაინოლოგის“ მიერ 2021 წლის 6 ოქტომბერს 2019 წლის ინფორმაციის გავრცელება დამატებითი კონტექსტის გარეშე, ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი - „მიხეილ უკრაინოლოგი“ გამოირჩევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრებისა და მხარდამჭერების მიზანმიმართული დისკრედიტაციით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშების მიხედვით, გვერდის დისკრედიტაციის ძირითადი სამიზნეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამავდროულად, გვერდი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივისტს თუ მედია საშუალებას უპირისპირდება, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნატა გულიაშვილი
სამუშაო ადგილები
თაკო ჩარკვიანის პარტია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა