Facebook-ზე Edison Research-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდმა ძალა სიმართლეშია გამოაქვეყნა სურათი (იხილეთ ქვემოთ) აღწერით: „ედისონის კვლევა 16:00 საათზე:

რეალურად, Edison Research-ს 16:00 საათზე საარჩევნო კვლევა არ გამოუქვეყნებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციის თანახმად, რომელიც Edison Research-ის დამკვეთია, ინტერვიუერები გამოკითხვებს საღამოს დაასრულებენ - ზუსტად 20:00 საათზე ფორმულას ეთერში ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდება.

ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.