2021 წლის 2 ოქტომბერს, Facebook- გვერდმა „ძალა ერთობაშია“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვერის, ეკა ხერხეულიძის ფოტო და მასზე დატანილი შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: „საარჩევნო ბიულეტინები, ბელარუსიიდან ჩამოტანილი გაურკვეველი წარმოშობის ქაღალდით დაბეჭდეს, 41-ის გარდა რაც გინდა შემოხაზოთ წაიშლება. თან გაიყოლეთ იღლიის დეოდორანტი და შემოხაზვის შემდეგ დაასხით რათა გადაარჩინოთ თქვენი ხმა“. „ძალა ერთობაშიას“ მიერ გავრცელებულ პოსტზე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის”(IPN) ლოგო არის დატანილი, რაც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია “ინტერპრესნიუსზე”(IPN) გავრცელდა.

სინამდვილეში, ფოტომასალა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ვიზუალის გამოყენებით ვრცელდება, ფოტო-რედაქტირების შედეგია და ამასთან, მასზე დატანილი ციტატა ყალბია, რადგან ეკა ხერხეულიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ეკა ხერხეულიძეს მოსახლეობისთის არჩევნების დღეს მსგავსი ტაქტიკის გამოყენების შესახებ არ მოუწოდებია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ვებ-გვერდსა და Facebook-გვერდზე, ისე სხვა ღია წყაროებში ხერხეულიძის მსგავსი განცხადება საერთოდ არ იძებნება. შესაბამისად, გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ ციტატა გააყალბა.

რეალურად, „ინტერპრესნიუსის“ ვებ-გვერდსა და Facebook-გვერდზე, 2021 წლის 1 ოქტომბერს ეკა ხერხეულიძის განცხადება გამოაქვეყნდა, რომლითაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებოდა - „ეკა ხერხეულიძე - მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო - ახლა მისთვის ციხე ბრძოლის გაგრძელების გზაა“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი