დღეს ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ეს არჩევნები, გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების გამო, განსაკუთრებით კი 19 აპრილის შეთანხმების გამო, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა რა ნაბიჯები გადადგა ცესკომ და მისმა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, გიორგი კალნდარიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების გამო, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილი, მას აღიქვამს, როგორც რეფერენდუმს. როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?

მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის... რაც შეეხება რეფერენდუმს მინდა გითხრათ, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკოსების შეფასებები და რა თქმა უნდა გარკვეული მათი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ერთი მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რომ 2 ოქტომბერს, ამ შემთხვევაში, ჩატარდეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, რის ადმინისტრირებასაც ჩვენ განვახორციელებთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის სამზადისი და მოცულობითი სამუშაო, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, 2 ოქტომბერს მისცემს საშუალებას ამომრჩეველს მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ, სამართლიან და რა თქმა უნდა უსაფრთხო გარემოში ჩატარებულ არჩევნებში. რაც შეეხება, ამის მიღმა დანარჩენ შეფასებებს რეფერენდუმი, პლებისციტი და ა.შ. რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენი - საარჩევნო ადმინისტრაციის მიღმაა.

ჩვენ, ერთადერთი შეგვიძლია შევაფასოთ საარჩევნო გარემო, საარჩევნო სამზადისის თვალსაზრისით. ამ სამზადისის ჭრილში, რა თქმა უნდა ჩვენი სერვისები, რომლებსაც ჩვენ, ერთის მხრივ ამომრჩევლებისთვის ვახორციელებთ და მეორე მხრივ რასაც ჰქვია პლატფორმის შექმნა, სადაც პოლიტიკურ გაერთიანებებს ექნებათ თანაბარი პირობები ამ არჩევნებთან მიმართებაში, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას განეკუთვნება. ცხადი არის რომ ჩვენ ყველა მხრივ, და ამაზე მიუთითებს არა ერთი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც უზრუნველყო საარჩევნო სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენებას დაწყებული საარჩევნო რეგისტრაციით და გაგრძელებული იმ არაერთი აქტივობით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისად, ქვემდგომი საარჩევნო კომისიები ახორციელებ. ამ მხრივ, ბუნებრივია, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ადმინისტრაცია უზრუნველვყოფთ და განსაკუთრებით, როგორც იცით, გაზრდილი არის კომისიების შემადგენლობები 12-დან 17-მდე კომისიებში წარმოდგენილი არის საკმაოდ მრავალპარტიული და დიდი პარტიული წარმომადგენლობა. 9 პოლიტიკურ გაერთიანებას ჰყავს დანიშნული კომისიის წევრი, მათ შორის არიან ერთი მმართველი პარტიიდან, ხოლო რვა ოპოზიციური პარტიებიდან. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არის ინკლუზიური, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში არის ჩართულობა მინიმუმ ამ ცხრა პოლიტიკური გაერთიანების, რომელთან ერთადაც საარჩევნო კომისიები... როგორც მოგეხსენებათ კომისიები კოლეგიური ორგანოები არის და ბუნებრივია კოლეგიალურ ორგანოებში გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით, მაღალი კონსენსუსით, განსაკუთრებით იმ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ამ საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო. შესაბამისად, ჩვენ თუ დავაკვირდები იმ გადაწყვეტილებებს, იმ აქტივობებს, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს საკმაოდ დიდი მხარდაჭერით და საკმაოდ მრავალპარტიული მხარდაჭერით ხორციელდება, რაც თავისი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა იმ პირობას, ყველა იმ შესაძლებლობას რომელიც ესე რომ ვთქვათ უზრუნველყოფს თავისუფალ საარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ განვმეორდები და ხაზს გავუსვამ იმ საკითხებთან მიმართებაში , რომლის ადმინისტრირებაც წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 1 სექტემბერს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი კრიტიკულად არის შეფასებული. კერძოდ, აღნიშნულია, რომ კომისიის წევრებად შერჩეულ 163 პირს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. ამასთან, აღნიშნულია, რომ ზოგიერთ საოლქო კომისიაში კანდიდატების შერჩევა წინასწარ შეთანხმებული სიების მიხედვით ხდებოდა. რა რეაგირება აქვს ცესკოს მსგავს შემთხვევებზე? რატომ აირჩა წარსულში პასუხისმგებლობა დაკისრებული პირები საარჩევნო კომისიებში?

დიდი მადლობა! პირველი, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის დამკვირვებლების მიგნებები, მათი რეკომენდაციები, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხმარება და განსაკუთრებით მათი კრიტიკა თუ ეს ხდება კონსტრუქციულ და ჯანსაღ ფორმებში, იმისთვის რომ ჩვენ შემდგომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა, მათ შორის, დაკომპლექტების წესთან მიმართებაში და ა.შ. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენს მიერ ნახსენებ ფაქტებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ შემდეგი: პირველი, თუ მივყვებით ბუკვალურად იმ არგუმენტებს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერებულ და გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში, დისციპლინური გადაცდომა არ წარმოადგენს იმ შეზღუდვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან მიმართებაში, რომლის გამოც, კომისიამ არ უნდა აირჩიოს კომისიის წევრი. ეს ერთი, მეორე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა გაცემული საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის რეკომენდაციების იმის თაობაზე, დამატებით ესე რომ თქვათ კრიტერიუმები, რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ საოლქო კომისიებს გაეთვალისწინებინათ ამ არჩევის პროცესში. შესაბამისად, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს 99 %-ით რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა რომ თუ გასულ არჩევნებზე პირს ექნებოდა 2 დისციპლინარული სახდელი, არ მომხდარიყო ასეთი პირების არჩევა. დამეთანხმებით ალბათ, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ 30 000 ადამიანში, მხოლოდ 4 ადამიანის არჩევა მოხდა ისეთს, რომელსაც ჰქონდა ორ-ორჯერ დისციპლინური სახდელი, ეს შეიძლება ჩვენ მივიჩნიოთ უსაფუძვლო შეფასებად, იქიდან გამომდინარე რომ 4 პირის არჩევა, 4 დისციპლინური პირის, რომელსაც ორი დისციპლინური სახდელი და იმ პირობების შემთხვევაში, როდესაც ეს ჯდებოდა რეკომენდაციებში, იმ პირობების შემთხვევაში როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შეზღუდვებს, რა თქმა უნდა, უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. რაც შეეხება იმას, რომ და მთავარი რაც არის, ის, რომ ყველა ამ პირის არჩევა მოხდა კანონმდებლობის სრული წესებისა და პროცედურების დაცვით, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ის, რაზეც ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ დავაკვირდეთ კონკრეტული ადამიანების საქმიანობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებისას, რომელთა მიმართებაშიც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, იმიტომ, რომ ჩვენ ასევე გვესმოდა გარკვეული, ესე რომ ვთქვათ, უსაფუძვლო და საფუძვლიანი, სუბიექტური თუ ობიექტური ბრალდებები იმის თაობაზე რომ კონკრეტული პირები აფილირებულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან. შესაბამისად, ადმინისტრაციის ინტერესში არის ის, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ამ ადამიანების ჩვენ, თქვენც, ვგულისხმობ ჩართულ მხარეებს, და გამოვავლინოთ ისეთი შემთხვევები თუ ასეთი პირი, განსაკუთრებით პროფესიული ნიშნით არჩეული პირი, რაიმე მიკერძოებულ ქმედებას ჩაიდინეს, მიკერძოებულ საქმიანობას განახორციელებს და ის თავის ამ პროფესიულ მანტიის ქვეშ, იქნება და არ იქნება დამოუკიდებელი. ეს არის ზუსტად ის მანდატი, რომელიც შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა უნდა განახორციელონ და გამოვავლინოთ ასეთი ადამიანები და შემდეგ თუ უკვე ზემდგომ კომისიებს არ ექნება რეაგირება, რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს პრობლემას და არა ის საკითხი, რომ ჩვენ ვისაუბროთ რაღაც გარკვეული ვარაუდებით, რომელიღაც X ან Y პირი რაღაც ჰიპოთეზურად იქნება მიკერძოებული კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, ზუსტად ამას უნდა მივადევნოთ ჩვენ თვალყური, და გამოვავლინოთ ასეთი შემთხვევები იმიტომ რომ ასეთი გამოვლენის შემთხვევები დადასტურებული ფაქტები თუ იარსებებს, ბუნებრივია იქნება შესაბამისი თუ ადეკვატური რეაგირება, რაც თავის მხრივ სამომავლოდ სხვა წევრების შემთხვევაშიც უზრუნველყოფს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებების გატარებას.

როგორც აღნიშნეთ, თქვენ გაეცით რეკომენდაცია, რომ ორჯერ სახდელდადებული პირების არჩევა არ მომხდარიყო. საინტერესოა, რატომ არ მოხდა იგივე რეკომენდაციის გაცემა ერთხელ სახდელდადებული პირების შემთხვევაშიც? 163 ადამიანი არ არის პატარა ციფრი, გარკვეულწილად ეს სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს...

მინდა გითხრათ, რომ როდესაც კომისიების უმეტესობაში და ნახევარზე მეტში, მხოლოდ რვა ვაკანტურ ადგილას იყო მხოლოდ რვა განაცხადი ან ნაკლები, ბუნებრივი არის კომისიამ იხელმძღვანელა ყველა იმ შემთხვევით და ყველა იმ კონკურსანტით, რომელსაც განაცხადი ჰქონდა შემოტანილი. ძალიან იშვიათი გამონაკლისი შემთხვევები იყო, როდესაც რვაზე ერთი ან ორი კანდიდატით მეტი იყო თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება და ბუნებრივია იქაც იყო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც ამ არსებული კანდიდატების ფარგლებში შესაძლოა განხორციელებულიყო. თქვენ საუბრობთ ერთი დისციპლინური სახდელის არსებობაზე, ბუნებრივია ეს ვერ გახდებოდა იმ რეკომენდაციას დაქვემდებარებული საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასეთი ადამიანების რაოდენობა იყო, სამწუხაროდ, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ იყო, ნამდვილად იყო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიუხედავად რეკომენდაციისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო მხოლოდ მინიმალური ოდენობები კონკურსანტების წარდგენილი, რაც ბუნებრივია კომისიას არ მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ იქ ესე რომ თქვათ, დაკომპლექტების პროცესი ჩავარდნილიყო. ეს არ წარმოადგენს იმ სამართლებრივ გარემოებას რის გამოც კომისიას უარი უნდა ეთქვა კონკრეტული პირის არჩევა ან არჩევასთან დაკავშირებით.

რამ განაპირობა საოლქო და საუბნო კომისიის ვაკანტურ ადგილებზე მსურველთა დაბალი აქტივობა ? როგორ მუშაობს ცესკო ამ კუთხით ?

ჩვენ გასულ წელთან მიმართებაში თუ შევადარებთ წლევანდელ არჩევნებს, გასულ წელს იყო კომისიაში 12 წვერი, ამ არჩევნებზე არის გაზრდილი ეს შემადგენლობა. პროფესიული ნიშნით წევრების რაოდენობა გაიზარდა რვამდე, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გაიზარდა ვაკანტური ადგილებისა და პოზიციების რაოდენობა. თუ აქამდე ერთ ვაკანტურ ადგილზე მოდიოდა 1, 2 ან 3 ადამიანი ბუნებრივია ამან უზრუნველყო, ამ გაზრდილმა პოზიციებმა, დაინტერესებული პირების შესაბამის პოზიციებზე გადანაწილება. ამას გარდა, როგორც იცით, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პანდემია და ბუნებრივია, ეს არის ის გარემოება, რომელიც ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ვსაუბრობ, იმიტომ რომ მე ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ გარეშე პირების სახელით თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი, მე მთავარია ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ კომისიები დაკომპლექტდა, ეს არის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციისთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი და დღეს უკვე, როგორც იცით, 63000 საარჩევნო ადმინისტრატორი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მოახდენს 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას და ეს ადამიანები გადიან ეტაპობრივ სწავლებებს და ეს სწავლებების ციკლიც 4-დან 6-მდე გაიზარდა და ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ აღვჭურვოთ ეს ადამიანები ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც მათ კენჭისყრის დღეს თავიანთი ფუნქციების განხორციელებაში დაეხმარებათ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სწავლების პროცესი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის დაკომპლექტება, იმისთვის ზუსტად რომ 2 ოქტომბერს შევძლოთ ყველა ამომრჩევლისთვის თავისუფალ გარემოში მომსახურება და ამ სერვისის მიწოდება. აქედან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე და დავუბრუნდები თემას, პანდემია შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ საკითხად, რომელიც შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი გარკვეული პირებისთვის, იმისთვის რომ მომართვიანობის ხარისხი ყოფილიყო უფრო მაღალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსში მონაწილეობასთან მიმართებაში.

განვლილმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს, ძირითადად, უნდობლობას უცხადებს.შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გამოვლენილმა დარღვევებმა და ჭარბმა შესწორების ოქმებმა საზოგადოებაში მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. საინტერესოა, რას აკეთებს ცესკო, საზოგადოებაში მის მიმართ ნდობის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებზე დროული და არგუმენტირებული რეაგირების კუთხით?

პირველი, ის კითხვის ნიშნები, რომლებიც გასულ წელთან მიმართებაში არსებობდა, ბუნებრივია კანონმდებელმა გაანალიზა, თქვენ გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. მიშელის დოკუმენტი, რომელმაც უზრუნველყო ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება საარჩევნო კანონმდებლობაში. ზუსტად ამ საარჩევნომ რეფორმამ გადააზღვია ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა კენჭისყრის დღეს, რომელიც უკავშირდებოდა ხმის დათვლის პროცედურებს, რომელიც უკავშირდებოდა შემაჯამებელ ოქმებს და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მე შემიძლია ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ზუსტად იმ კონკრეტულ სიახლეებზე, რომლებიც გადააზღვევს ამ საკითხებს, ეს არის ერთი და მთავარი საკითხი, რომელიც გადააზღვევს ნდობას მათ შორის, იმიტომ,რომ ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, პირველ რიგში, ამ რეფორმის ზედმიწევნით და თანმიმდევრული განხორციელება, იმიტომ რომ რეფორმა არ უნდა დარჩეს რეფორმად ცხადია და ჩვენ, მე დღიდან ჩემი ამ პოზიციაზე არჩევისა, საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რეფორმა მოვიდეს სრულყოფაში და იყოს იმპლემენტირებული და მეორე მიმართულება, რაზეც ნდობაზე, რეპუტაციაზე და სხვა კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით დიდი ალბათობით გვექნება პასუხი არის ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ორი ძირითადი და საკვანძო მიმართულებით, ეს არის გამჭვირვალობის გაზრდა, გამჭვირვალობის კომპონენტის გაზრდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის და მეორე პროცესში ჩართულობის, მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა და ინკლუზიურობა, რაც თავის მხრივ ორივეს შედეგი არის და ორივეს მიღმა დგას პირდაპირპროპორციულად ის ზღვა სამუშაოები, ის ზღვა საქმიანობა და აქტივობები, რაც ამ მიზნით განხორციელდა.

თუ შეიძლება კონკრეტულად რომ დამისახელოთ აქტივობები, რაც საზოგადოებაში ცესკოს რეპუტაციას ამაღლებს,

კი ბატონო, დავიწყოთ, ჩემი არჩევისთანავე პირველად ცესკოს ისტორიაში, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება და შევთანხმდით იმაზე, რომ ცესკოს სხდომები გადაიცემა პირდაპირ ეთერში და საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს, გარდა იმ პირთა წრისა, რომელსაც ცესკოს სხდომებზე შეეძლო დასწრება და აქვს უფლებამოსილება, არამხოლოდ მათ, არამედ სრულიად საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს ცესკოს სხდომების მიმდინარეობას, დააკვირდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რა ხდება, როგორ ხდება, რისთვის ხდება და რა გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ პროცესს, ვნახავთ რომ ძალიან დიდი ჩართულობა არის ცესკო სხდომებში 17ვე კომისიის წევრის მხრიდან და არის აქტიური განხილვები და მხოლოდ, ამ აქტიური განხილვების შედეგად მიიღება გადაწყვეტილებები. ამასთანავე, პირველად, როცა მე მივიღე პირადად გადაწყვეტილება და კომისიის წევრების ძალიან დიდი მხარდაჭერით, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკურ გაერთიანებებს რომ, კენჭისყრის ღამეს იმ ინფორმაციის შეყვანის ცენტრში, რომელიც იმუშავებს ცესკოში, რომელიც მიიღებს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან შემაჯამებელ ოქმებს და იქ განთავსებული გვეყოლება ცვლებში 25-25 ოპერატორი, გამოყონ ოპერატორები, მათ მიერ მოვლენილი პირები, საუბარია იმ პოლიტიკურ გაერთიანებებზე, რომლებსაც ცესკოში ჰყავთ კომისიის წევრები და ზუსტად ამ ადამიანებმა მოახდინონ შესაბამისი მონაცემების შეყვანა იმ პროგრამაში, რომლითაც შემდგომ საზოგადოება წინასწარ შედეგებს ეცნობა, ამას გარდა, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ასევე პოლიტიკური პარტიების მაღალი ჩართულობით, კენჭისყრის დღეს განხორციელებულიყო და ამ პირებს აეღოთ პასუხისმგებლობა იმ ვიდეოფიქსაციის ნაწილზე, რომელიც ასევე ჩვენი იმ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ნაწილს წარმოადგენს, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყობთ 320 უბანზე ხმების დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციას და ამ ვიდეოფიქსაციის გარდა, რომელიც ასევე ამ საარჩევნო პროცესის ნაწილი არის, ჩვენი და ცესკოს გადაწყვეტილება იყო ის რომ ჩვენ მოვახდენთ ყველა ვიდეოჩანაწერის ვიდეოპლატფორმაზე, საერთაშორისო სანდო და უსაფრთხო პლატფორმაზე განთავსებას, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გაიზრდება გამჭვირვალობის ხარისხი, რაც კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ ყველაზე პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ამ ჩანაწერებს, და არამხოლოდ გაეცნოს და არამედ გადმოიწეროს და მოახდინოს შესაბამისი გამოყენება. ეს არის ის მინიმალური ჩამონათვალი იმ სიახლეების, რომელიც ამ თვენახევრის პერიოდში განხორციელდა ჩემი დანიშვნის შემდგომ, ის, რაც მე კომისიამ ერთობლივად გავაკეთეთ და ამასთანავე ინფორმაციის დაცულობის ცენტრი და არა ერთი აქტივობა, ლაივები და ლაივჩართვები კომისიის წევრების, ყველა იმ მაღალი ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებაში და ამით ჩვენ ვახორციელებთ საზოგადოების უწყვეტ ინფორმირებას ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხორციელებს, და ბუნებრივია დამეთანხმებით, რომ ნდობას განაპირობებს, ის რომ ადამიანს შეუძლია შეხედოს რას აკეთებ? რისთვის აკეთებ? რატომ აკეთებ? როგორ აკეთებ და როდესაც ამ პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევ შენ საზოგადოებას, საზოგადოებაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უფლებამოსილ პირებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის პოლიტიკური გაერთიანებები, და რა თქმა უნდა, მედია, რომელიც არის მთავარი გამტარი, რომელიც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ მოვახდინოთ საზოგადოების დროული და სწორი ინფორმირება.

როგორ შეაფასებდით ცესკოსთან არსებული ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ განხორციელებულ ე.წ მონიტორინგის ანგარიშებს? აღსანიშნავია, რომ ანგარიშში, მათ შორის - factcheck.ge-იც არის მოხსენიებული, როგორც დისკრედიტაციის გამავრცელებელი. დისკრედიტაციას როგორც ვხვდებით ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩაწერილი ინტერვიუს გამო მოგვაწერს ცენტრი. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ factcheck-ს, იგივე პრობლემა აქვს ონ.ჯის, ნეტგაზეთს, პუბლიკას და ა.შ. მაინტერესებს თქვენი შეფასება უშუალოდ ამ მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით და თუ თვლით, რომ ეს ანგარიში ერთგვარად წარუმატებელი იყო, იმიტომ რომ ხარვეზი ჰქონდა? მიგაჩნიათ, რომ ანგარიშმა თავისი ფუნქცია სწორად შეასრულა?

პირველი მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციის დაცულობის შესახებ საზოგადოებაში ინტერესი საკმაოდ მაღალია, შესაბამისად მედია აქტიურად აკვირდება ცენტრის აქტივობას. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება, ასევე რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რაზეც ინფორმაციის დაცულობის ცენტრს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ასევე დადგა საჭიროება, ის მიმართულებები, რომელთა მონიტორინგი ხდება დაზუსტდეს და უფრო დეტალური გახდეს აღწერილობა, რაოდენობრივი ანალიზის წარმოებისას, რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, აღნიშნული დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევასთან მიმართებაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ ახლა, შესაბამისად ჩვენ გვქონდა წარმომადგენლებთან შეხვედრა, კონკრეტული მედიასაშუალებებთან, შესაბამისად მოხდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ეხება დეზინფორმაციას, ამავდროულად ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ასევე იმ ხარვეზებთან და მის გამოსწორების გზებთან დაკავშირებით, რაც დღეს არსებობს. ბუნებრივია ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ყველა ჩართულ მხარესთან მათ შორის მედიასთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და საქმიანობის ყველა ეტაპზე მზად იქნება გაიზიაროს ყველა კონსტრუქციული რჩევა და რეკომენდაცია.

და მაინც, ალბათ, დამეთანხმებით, რომ არჩევნებში ჩართულ ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩაწერილი ინტერვიუ არ შეიძლება მივიჩნიოთ დისკრედიტაციის მცდელობად და/ან დეზინფორმაციად...

პირადად ჩემი შეხედულებით საკითხი დგას ასე, როდესაც გარკვეული ინფორმაცია ვრცელდება მინიმუმ უნდა არსებობდეს გარკვეული ურთიერთობების ფარგლები, სადაც მოხდება ამ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება. მართალია თუ არა, ან მინიმუმ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მეორე მხარის პოზიცია. შესაბამისად ჩვენ თუ შევალთ ამ საკითხების სიღრმეებში და გვექნება კითხვები, ყველა ეს საკითხი შეგვიძლია დეზინფორმაციის ცენტრთან შეხვედრა გავმართოთ და იქ განვიხილოთ.

როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები ანგარიშებში, ხშირად აღნიშნავენ, რომ საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკანონმდებლო ჩარჩო რთული და ზედმეტად შემზღუდველია. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-ს მიერ წარმოებაში არმიღებულ საჩივართა უმრავლესობა, ცესკო-ს არგუმენტაციით, არაუფლებამოსილ პირთა მიერ იყო წარდგენილი. რით არის განპირობებული აღნიშნული პრობლემა და რა ნაბიჯები გადაიდგა მის მოსაგვარებლად?

პირველი და მთავარი სიახლე, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სთავაზობს ჩართულ მხარეებს, გახლავთ ის, რომ მოხდება საჩივრების ონლაინ წარდგენა, შესაბამისი უფლება მოსილი პირების მიერ. ეს ყველაფერი ბევრად შეამსუბუქებს მათ საქმიანობას, როგორც დროით ნაწილს, ასევე სხვა ელემენტების გათვალისწინებით. ასევე, იქნება მინდობილ პირთა წრე, რომელიც ბევრ პრობლემას მოუხსნის ჩართულ მხარეებს და შესაბამისად, ამ მხრივ გვაქვს ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამას გარდა იზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთანავე, არის გარკვეული ცვლილებები საჩივრებთან მიმართებაში საარჩევნო კანონმდებლობაში. რაც შეეხება საჩივრების განუხულველობას, საჩივრების განხილვა ნაცვლად თავმჯდომარის დისკრეციისა, უკვე კომისიური გადაწყვეტილების ნაწილი გახდა. განუხილველობას აქვს, ბუნებრივია, კანონში გაწერილი პირდაპირი საფუძვლები, რა შემთხვევაში უნდა იქნეს მიჩნეული საჩივარი განუხილველად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს (საჩივრის დასაშვებობა) აღარ იქნება კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნულად განსახილველი საკითხი, კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ რომ, ასეთი მაღალი ჩართულობით კომისია იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებაზე, რომელიც კონკრეტულ საჩივარს შეეხება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საოლქო კომისიების მიერ საარჩევნო დავების განხილვის არაერთგვაროვანი პრაქტიკა და პროცედურული ნორმების დარღვევა იყო. რა ღონისძიებები გაატარა ცესკომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად?

პირველი რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ერთგვაროვანი პრაქტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ცესკოს სხდომაზე იქნა მიღებული. ეს გულისხმობს, რომ დისციპლინარული გადაცდომების შემთხვევაში, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებით კომისიებმა უნდა იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამით ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენას უზრუნველვყოფთ და დიდი იმედი მაქვს, რომ კომისიის წევრები ამ სტანდარტით იხელმძღვანელებენ და მათ ექნებათ ერთგვაროვანი სტანდარტი გადაწყვეტილებების მიღებისას. ასევე, ჩვენ გვქონდა გარკვეული სწავლებები საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის, ასევე, იურისტებისთვის განცხადება/საჩივრებთან მიმართებაში, რომელიც ეხება ძირითადად იმ საარჩევნო სიახლეებს, რომელიც დავების ჭრილში არსებობს ამ რეფორმის ფარგლებში . ჩვენ მათთან ერთად, მიმოვიხილეთ განცხადება/საჩივრის განხილვის წესი და პროცედურები და ასევე, იყო შესაბამისი რეკომენდაციები რომ მაქსიმალურად, ყველა შესაძლო შემთხვევაში, სადაც დგინდება შესაბამისის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები, მოხდეს განხილვა, არსობრივი განხილვა. ამის კარგი მაგალითი გახლავთ 2 კვირის წინ ცესკოს სხდომაზე განხილული საჩივარი, როდესაც საჩივარი წარმოადგენდა განუხილველად დატოვების პირდაპირ საფუძველს, მაგრამ კომისია შევიდა არსებით განხილვაში და დააკმაყოფილა, შესაბამისად ცესკომ უკვე დაიწყო ეს კარგი პრაქტიკა და გააგრძელებს ამ კარგ პრაქტიკას ყველა იმ შესაძლო შემთხვევაში, სადაც იარსებებს რეალური გარემოებები მისი განუხილველად დატოვებისა. რა თქმა უნდა, აღნიშნული წაადგება პროცესს და გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს.

წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გამოვლენილმა დარღვევებმა და ჭარბმა შესწორების ოქმებთან დაკავშირებით, ცესკოს წარმომადგენლების მხრიდან იყო არგუმენტი, რომ დისბალანსები გამოწვეული იყო ადამიანური შეცდომით. საინტერესოა, ამ მიმართულებით თუ გადამზადდა საარჩევნო კომისიის წევრების ის დიდი კონტინგენტი, რომელთაც უშუალოდ უწევთ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა?

მიმდინარეობს ტრენინგები, ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით მეხუთე ეტაპზე ტრენინგების. ჩვენი სწავლების ცენტრი ახორციელებს პროფილურ და სეგმენტურ სწავლებებს კონკრეტულად ამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. 63000 ადამიანი გაივლის ამ ტრენინგს. მართალია იყო რიგ შემთხვევებში დასწრების საკითხის პრობლემები, როდესაც არ ესწრებოდა ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ამ ტრენინგებს. მაგრამ იქ იყო რიგ შემთხვევაში ობიექტური გარემოებები ამ დაუსწრებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა. მიუხედავად ამისა, ამ ექვსი ეტაპის განმავლობაში კომისიის წევრებს აქვთ მაინც შესაძლებლობა რომ თუ რომელიმე ეტაპს გამოტოვებენ, სხვა ეტაპზე გაიარონ და მიიღონ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს. შესაბამისად, პროფილური სწავლება გულისხმობს იმას, რომ იქნება გაძლიერებული პრაქტიკული სწავლება კონკრეტულ იმ შესაძლო ფუნქციებთან მიმართებაში, რომელიც კონკრეტულ წევრს წილისყრით შეიძლება შეხვდეს კენჭისყრის დღეს. რაც ბუნებრივია არის გარკვეული გარანტია იმისა, რომ გადაზღვეული იქნება გარკვეული რისკები ამ მიმართულებით და კითხვის ნიშნები. მოგეხსენებათ, გაზრდილია კომისიის წევრთა შემადგენლობა და ბუნებრივია ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან კომისიის საქმიანობაში და, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ფუნქციებს მათი არყოფნის შემთხვევაში მათი არყოფნის შემთხვევაში შეავსებენ და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კომისიებმა უნდა განახორციელონ თავიანთი ფუნქციები კანონის შესაბამისად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ინფიცირებულთა და საკარანტინო სივრცეში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლები რეგისტრირებული იყვნენ ე.წ. კოვიდუბნებზე, თუმცა კენჭისყრის დღისთვის ისინი შესაბამის დაწესებულებებში აღარ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლეს. რა გაკეთდა მსგავსი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ან იგეგმება, თუ - არა ამ კუთხით, პროტოკოლში ცვლილებების შეტანა?

პირველი მინდა გითხრათ, რომ არასწორია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა და კენჭისყრის დღეს ის უკვე გამოწერილი იყო სასტუმროდან, ბუნებრივია ის შეძლებდა თავის უბანზე, თავის შესაბამის რეგისტრაციის ადგილზე ხმის მიცემას შესაბამისი ცნობის საფუძველზე, რომ ის ნამდვილად გამოწერილი იყო შესაბამისი სტაციონარული დაწესებულებიდან. აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ ამას იმიტომ რომ ეს არის სწორი ინფორმაციაა. რაც შეეხება კოვიდიზოლაციებში, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე სტაციონალურ დაწესებულებაში მყოფ პირებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ამ არჩევნებში მონაწილეობის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირები, მათ შემთხვევაში არის გარკვეული პროცედურები არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 25დან 27 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც შესაბამისი წესის მიხედვით იმყოფებიან თვითიზოლაციაში და არა თვითნებურ იზოლაციაში და ამ პირთა სიას თუ შესაბამისი უწყებები ჩვენ გადმოგვცემენ და ამასთანავე ისინი დარეკავენ შესაბამის ცესკოს კოვიდცხელ ხაზზე და დააფიქსირებენ თავიან სურვილს არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში, ბუნებრივია მათ ჩვენ მოვემსახურებით გადასატანი საარჩევნო ყუთით და ექნებათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის. ამიტომ არის ეს პროცედურები, ეს პროცედურები დასაცავია. ჩვენ ამის შესახებ სარეკლამო რგოლიც გვექნება და სააგიტაციო განცხადებებიც გვექნება, რომ კიდევ ერთხელ მივიდეთ ყველა ასეთ პირთან და მოვახდინოთ მათი ინფორმირება ამ პროცედურების შესახებ და შემდგომ უკვე დანარჩენი მათ ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

13 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობამ „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ საარჩევნო სიებში გარდაცვლილი მოქალაქეების არსებობასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ არჩევნების პერიოდში ე.წ. „მკვდარი სულები“ ყოველთვის იყო განხილვის თემა. რა ღონისძიებებს ატარებს ცესკო, ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლებისთვის და ამ მხრივ, რამდენად უპრობლემო იქნება ამომრჩეველთა სია 2021 წლის არჩევნებისთვის?

სია კიდევ ერთხელ, სრულყოფილი არის. როგორც იცით, ამომრჩეველთა ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირება ხდება შესაბამისი უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. და ბუნებრივია ეს უწყებებიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ მოგვცენ ზედმიწევნით სრულყოფილი და დაწურული მონაცემები იმისათვის, რომ შემდგომ საარჩევნო კომისიებმა მოახდინონ საარჩევნო უბნებად ამ სიების დაყოფა. ბუნებრივია გარდაცვლილმა ადამიანებმა შეიძლება იარსებონ, არსებობს მარტივი მიზეზი, იმიტომ, რომ როგორც იცით, სიებში ცვლილებების შეტანა იკეტება კენჭისყრის დღემდე მე18 დღისა და სამწუხაროდ როგორც მოგეხსენებათ, ამ მე-18 დღიდან კენჭისყრის დღემდე ბუნებრივია იარსებებს გარდაცვალების ფაქტები და სამწუხაროდ ასეთი ადამიანები იქნებიან ბუნებრივია სიაში, რადგან ვერ მოხდება შესაბამისი უწყებებიდან განახლებული ინფორმაციის მოწოდება. ამასთანავე, მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გარდაცვლილი პირის ამოღება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. მინდა გითხრათ, რომ თუ შესაბამისმა უწყებებმა, მუნიციპალურმა ორგანოებმა, სახელმწიფო სერვისებმა და სააგენტომ, ჩვენ და პირველ რიგში მათ არ მიმართეს. ამ გარდაცვლილი პირების ამოღებასთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენც ვერ მოვახდენთ თუ არ იარსებებს შესაბამისი და სათანადო იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც მოხდება პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ საუბარი და ვარაუდებზე საუბარი იმაზე, რომ გარდაცვლილი პირები არსებობენ, იარსებებენ გეტყვით, რადგან არსებობს შესაბამისი გარემოებები რომლებიც სხვა წინაპირობას არ ქმნის, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს სია რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ამომრჩევლები შეძლებს მონაწილეობას არის ძალიან დახვეწილი, არის სრულყოფილი, კიდევ უფრო განვითარებული და ბუნებრივია სია არის ცოცხალი ორგანიზმი და ეტაპობრივად და ყოველთვის ხორციელდება მისი განახლება და სიახლეების ასახვა იმ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, რასაც მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.