იტვირთება

2021 წლის 22 სექტემბერს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. Facebook- პოსტის მიხედვით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარკირების ისეთი სითხე შეიძინა, რომელიც 1 საათში ქრება და მმართველი პარტიის მომხრეების მონიშვნას ამ სითხით აპირებს.

27 სექტემბერს ხსენებულ პოსტს ცესკო საკუთარ Facebook- გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული პოსტი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერ, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერ ჯგუფში, ერთი და იმავე facebook-მომხმარებლების მიერ (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4) კოორდინირებულად გაზიარდა. აღნიშნულ პოსტზე კომენტარების სექციაში ასევე ვხედავთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც თავადაც კოორდინირებულად გაავრცელეს დეზინფორმაცია ყალბი გვერდიდან „ნამდვილი ცესკო ვართ ჩვენ“ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ცესკოს ირგვლივ გავრცელებული ამ ორი პოსტის საერთო მახასიათებელია ისიც, რომ პოსტების გაზიარების რაოდენობა პოსტზე სხვა ტიპის ინტერაქციას (მოწონება, კომენტარი) მკვეთრად აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. 2021 წლის სექტემბერში კი ყალბ ინფორმაციას ცესკოს საწინააღმდეგოდ ავრცელებს.

28 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ Facebook-ზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მანიპულაციური კამპანიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ISFED-ის მიხედვით, Facebook-ზე საარჩევნო პროცესების კვალდაკვალ ორგანიზებულად გააქტიურდნენ ან/და იქმნება ანონიმური გვერდები და ყალბი ანგარიშები, რომლებიც დამაზიანებელ ინფორმაციას ათავსებენ და ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. ISFED ანგარიშში ასევე საუბრობს ორმაგ საინფორმაციო ოპერაციაზე: „მავნე აქტორები ორმაგ საინფორმაციო ოპერაციას აწარმოებენ. ერთ შემთხვევაში, გვერდებზე ვრცელდება დისკრედიტაციული პოსტები სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ, რაც ძირითადად მათი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას მოსდევს. პოსტების მიზანია დესტრუქციულად წარმოაჩინოს ყველა, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციას აკრიტიკებს. აღნიშნულ გვერდებზე მომართული საეჭვო ანგარიშები პოსტებს მრავალათასიან საჯარო ჯგუფებში ავრცელებენ და აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარებით ცდილობენ ნარატივის განმტკიცებას. მეორე მხრივ, იგივე კოორდინირებული გვერდები და არაავთენტური ანგარიშები ჩართულები არიან ცესკოს შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3924 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი